GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

პროდუქცია

Piggywean - გოჭების პრესტარტერი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

პროდუქტის აღწერა

კვების რეკომენდაციები

რა არის Piggywean-ი?

Piggywean წარმოადგენს „ნუტრიმაქსის“ მიერ დამზადებულ პრემიუმ კლასის გრანულირებულ კომბინირებულ საკვებს, რომელიც გამოიყენება გოჭის ძუძუთი კვებიდან უმტკივნეულო ასხლეტვისთვის და უხეშ საკვებზე გადასაყვანად. პრესტარტერი ხელს უწყობს გოჭის მაქსიმალურ პროდუქტიულობას გამოზრდის პირველ პერიოდში.

 

რატომ Piggywean-ი?

Piggywean უზრუნველყოფს საკვების მაქსიმალურ ათვისებას;
Piggywean-ს გოჭი მოიხმარს მაქსიმუმ 5კგ-ს ოდენობით და იმატებს 4-5კგ ცოცხალ წონას;
Piggywean ამცირებს გოჭის უხეშ საკვებზე გადაყვანით გამოწვეულ დიარეის (ფაღარათის) რისკს;
Piggywean შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი და მაღალპროდუქტიული გოჭის გამოსაზრდელად.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Milkiwean-ის კონცენტრატი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ქერიორგანული მჟავები, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
 

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.