Piggywean წარმოადგენს „ნუტრიმაქსის“ მიერ დამზადებულ პრემიუმ კლასის გრანულირებულ კომბინირებულ საკვებს, რომელიც გამოიყენება გოჭის ძუძუთი კვებიდან უმტკივნეულო ასხლეტვისთვის და უხეშ საკვებზე გადასაყვანად. პრესტარტერი ხელს უწყობს გოჭის მაქსიმალურ პროდუქტიულობას გამოზრდის პირველ პერიოდში.
რატომ Piggywean-ი?
Piggywean უზრუნველყოფს საკვების მაქსიმალურ ათვისებას;
Piggywean-ს გოჭი მოიხმარს მაქსიმუმ 5კგ-ს ოდენობით და იმატებს 4-5კგ ცოცხალ წონას;
Piggywean შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი და მაღალპროდუქტიული გოჭის გამოსაზრდელად.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Milkiwean-ის კონცენტრატი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ქერი, ორგანული მჟავები, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
შენახვის ვადა:დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი:მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა:25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
კვების რეკომენდაციები
კვების რეკომენდაცია:
სასურველია Piggywean პრესტარტერით გოჭის კვება დაიწყოს სიცოცხლის 25-ე დღიდან - 3 დღით ადრე ძუძუს ასხლეტამდე (ასხლეტა უმჯობესია მოხდეს სიცოცხლის 28-ე დღიდან).
მოხმარების წესი:
Piggywean პრესტარტერი გამოიყენება ძუძუთი კვების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში;
Piggywean გამოზრდის პერიოდში გოჭს მიეწოდება პრესტარტერი 5კგ-ის ოდენობით;
Piggywean გოჭს მიეწოდება მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.