GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

პროდუქცია

Dairy Max - მეწველი ფურის 22%-იანი კონცენტრატი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

პროდუქტის აღწერა

კვების რეკომენდაციები

რა არის Dairy Max მეწველი ფურის კონცენტრატი?

·         Dairy Max 22% კონცენტრატი არის მეწველი ფურის გრანულირებული კონცენტრატი, რომლის სპეციალური ფორმულა განკუთვნილია მაღალპროდუქტიული მერძეული მიმართულების ფურებისთვის.

·         Dairy Max 22% კონცენტრატის გამოყენება დამოკიდებულია მეწველი ფურის საშუალო დღიურ მონაწველზე, ლაქტაციის ფაზაზე, მეწველი ფურის კონდიციაზე, კონკრეტული ფერმის წვნიანი და უხეში საკვების ხელმისაწვდომობაზე.

·         Dairy Max 22% კონცენტრატი გამოიყენება სრულფასოვანი ულუფის მისაღებად და ერთ ფურს მიეწოდება 6 კგ-დან 9 კგ-მდე, სილოსთან და უხეშ საკვებთან შერეულ მდგომარეობაში.

 

რატომ Dairy Max მეწველი ფურის კონცენტრატი?

·         Dairy Max 22% კონცენტრატი დაბალანსებულია სპეციალურად იმ მაღალპროდუქტიული ფურების გამოსაკვებად, რომლებიც ძირითადად საკვებად მოიხმარენ სიმინდის სილოსს.

·         Dairy Max 22% კონცენტრატი სრულიად ანაცვლებს ფერმერის მიერ გამოყენებულ მარცვლეულის და შროტეულის ნაერთს.

·         Dairy Max 22% კონცენტრატი ხელს უწყობს მთელი ლაქტაციის პერიოდში მაქსიმალური დღიური მონაწველის შენარჩუნებას.

·         Dairy Max 22% კონცენტრატი დამზადებულია სპეციალური გრანულირების ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს საკვების მაქსიმალურ ათვისებას.

·         Dairy Max 22% კონცენტრატი დამზადებულია მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე, რომელიც უზრუნველყოფს მეწველი მიმართულების საქონლის ჯანმრთელობას და საუკეთესო ხარისხის ნედლი რძის მიღებას.

გამოყენებული ინგრედიენტები:

ხორბალი, მზესუმზირის კოპტონი, სიმინდის გამოხდის მშრალი მარცვლის ნარჩენი (სგმმნ), სიმინდი, ქატო, კირქვა, შარდოვანა, მარილი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში);

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;

შეფუთვა: 25 კგ.