Dairy Max - მეწველი ფურის 22%-იანი კონცენტრატი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Dairy Max მეწველი ფურის კონცენტრატი?

·         Dairy Max 22% კონცენტრატი არის მეწველი ფურის გრანულირებული კონცენტრატი, რომლის სპეციალური ფორმულა განკუთვნილია მაღალპროდუქტიული მერძეული მიმართულების ფურებისთვის.

·         Dairy Max 22% კონცენტრატის გამოყენება დამოკიდებულია მეწველი ფურის საშუალო დღიურ მონაწველზე, ლაქტაციის ფაზაზე, მეწველი ფურის კონდიციაზე, კონკრეტული ფერმის წვნიანი და უხეში საკვების ხელმისაწვდომობაზე.

·         Dairy Max 22% კონცენტრატი გამოიყენება სრულფასოვანი ულუფის მისაღებად და ერთ ფურს მიეწოდება 6 კგ-დან 9 კგ-მდე, სილოსთან და უხეშ საკვებთან შერეულ მდგომარეობაში.

 

რატომ Dairy Max მეწველი ფურის კონცენტრატი?

·         Dairy Max 22% კონცენტრატი დაბალანსებულია სპეციალურად იმ მაღალპროდუქტიული ფურების გამოსაკვებად, რომლებიც ძირითადად საკვებად მოიხმარენ სიმინდის სილოსს.

·         Dairy Max 22% კონცენტრატი სრულიად ანაცვლებს ფერმერის მიერ გამოყენებულ მარცვლეულის და შროტეულის ნაერთს.

·         Dairy Max 22% კონცენტრატი ხელს უწყობს მთელი ლაქტაციის პერიოდში მაქსიმალური დღიური მონაწველის შენარჩუნებას.

·         Dairy Max 22% კონცენტრატი დამზადებულია სპეციალური გრანულირების ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს საკვების მაქსიმალურ ათვისებას.

·         Dairy Max 22% კონცენტრატი დამზადებულია მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე, რომელიც უზრუნველყოფს მეწველი მიმართულების საქონლის ჯანმრთელობას და საუკეთესო ხარისხის ნედლი რძის მიღებას.

გამოყენებული ინგრედიენტები:

ხორბალი, მზესუმზირის კოპტონი, სიმინდის გამოხდის მშრალი მარცვლის ნარჩენი (სგმმნ), სიმინდი, ქატო, კირქვა, შარდოვანა, მარილი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში);

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;

შეფუთვა: 25 კგ.

კვების რეკომენდაციები

გამოყენების ინსტრუქცია:

 

მოხმარების წესი: დღიური რაციონი (ულუფა) გულისხმობს DAIRY MAX 22% კონცენტრატის გამოყენებას უხეშ და წვნიან  ნედლეულთან №1 და №2 ცხრილში მოცემული თანაფარდობით. დამატებით, სასურველია ფურმა მიიღოს ვიტამინოვან-მინერალური კრებული, ლუდის ხარშვის ნარჩენი პროდუქტები, შაქრის წარმოების თანმხლები პროდუქტი - მელასსა.


მეწველი ფურის დღის სამაგალითო რაციონი

22-30 ლიტრი დღიური მონაწველის შემთხვევაში

N1 ნედლეული რაოდენობა, კგ
1 სიმინდის სილოსი 25
2 ბალახის თივა 5
3 მეწველი ფურის 22%-იანი კონცენტრატი 6-7
4 მელასსა 0.5
5 ლუდის ხარშვის ნარჩენი პროდუქტები 10
6 ვიტამინოვანი მინერალური დანამატი 0.2
7 სულ ჯამში: 46.7


მეწველი ფურის დღის სამაგალითო რაციონი

35 ლიტრი+ დღიური მონაწველის შემთხვევაში

N1 ნედლეული რაოდენობა, კგ
1 სიმინდის სილოსი 30
2 ბალახის თივა 4
3 მეწველი ფურის 22%-იანი კონცენტრატი 8-9
4 მელასსა 0.5
5 ლუდის ხარშვის ნარჩენი პროდუქტები 10
6 ვიტამინოვანი მინერალური დანამატი 0.2
7 სულ ჯამში: 52.7

 

 

კვების რეკომენდაციები:

• მეწველი მიმართულების ფურს ესაჭიროება ერთი კვირა კვების ახალ მეთოდთან შესაჩვევად;

• უკეთესი პროდუქტიულობისთვის, სასურველია ფურის ჰქონდეს მუდმივი წვდომა სუფთა, სასმელ წყალთან;

• სასურველია დღეზე გათვლილი ულუფა ფურმა მიიღოს დღეში მინიმუმ ორჯერ, დილით ადრე (რაც შეიძლება მეტი ოდენობით) და შეივსოს პირველი ულუფის გახარჯვისთანავე.