რა არის სოფლის (ჭრელი) წიწილის პრესტარტერი?
წიწილის პრესტარტერი წარმოადგენს მზა დატეხილ გრანულს, რომლის ფორმაც ხელს უწყობს წიწილის მიერ საკვების ადვილად მოხმარებას, მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებას და დღიურ წონამატს მოცემულ პერიოდში.
წიწილის პრესტარტერი არის მზა საკვები, როგორც მეკვერცხული, ასევე მეხორცული მიმართულების სოფლის (ჭრელი) ქათმის წიწილებისათვის.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare-ის პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი (წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), სიმინდის გლუტენი, დიკალციუმ ფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული, კოქციდიოსტატი, ჯანმრთელობის მხარდამჭერი საშუალება, მიკოტოქსინების საწინააღმდეგო ბაინდერი.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში);
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;
შეფუთვა: 25 კგ.
გამოყენების ინსტრუქცია:
საკვების ფაზა და ასაკი |
საკვების მიწოდება |
პერიოდის მანძილზე მოხმარებული საკვები (1 ფრთაზე) |
პერიოდის ბოლოს საშუალო ცოცხალი წონა |
წიწილის პრესტარტერი 0-7 დღე (დატეხილი გრანული)* |
შეუზღუდავად (ნებაზე) |
80-90 გრამი |
80-90 გრამი |
*უკეთესი შედეგის მისაღწევად სასურველია 0 დღიდან - 7 დღის ასაკამდე წიწილამ მოიხმაროს დატეხილი გრანული პრესტარტერი.
**საკვების შეცვალეთ ეტაპობრივად, ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 4-5 დღის მანძილზე.
საორიენტაციო ცხრილი #1
|
დღიური საკვების მოხმარება
(1 ფრთა / გრამი დღეში)
|
ასაკი / კვირა |
საკვები
(გრამი / დღეში)
|
1-ლი |
12 |
მე-2 |
28 |
მე-3 |
33 |
მე-4 |
40 |
კვების რეკომენდაციები:
· საკვები გამოიყენება წიწილის სიცოცხლის 0 დღიდან 7 დღემდე ასაკში, ამ პერიოდში წიწილა მოიხმარს 80-90 გრამ წიწილის პრესტარტერს და აღწევს 80-90 გრამ ცოცხალ წონას;
· პრესტარტერის ფაზის საკვებით წიწილა გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
· მნიშვნელოვანია, რომ წიწილას მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან;
· სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.