რა არის კობრის სრულყოფილი საკვები?
კობრის სრულყოფილი საკვები არის მზა კომბინირებული ექსტრუდირებული საკვები კობრისებრთა თევზების გამოსაკვებად, რომელიც შემუშავებულია კობრის გამოსაკვებად გამოზრდის ყველა სტადიაზე, ლიფსიტობიდან სასურსათო თევზის მიღებამდე.
რატომ კობრის სრულყოფილი საკვები?
• კობრის საკვებით, დროის მოკლე პერიოდში და საკვებზე ნაკლები დანახარჯით მიიღება მაქსიმალური შედეგები;
• კობრის საკვები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით;
• კობრის საკვები მორგებულია თევზის განვითარების სხვადასხვა ფაზას;
• კობრის საკვები უზრუნველყოფს თევზის ჯანმრთელობას და სასურსათო თევზის მაღალ საგემოვნო თვისებებს;
გამოყენებული ინგრედიენტები:
ხორბალი, სოიას შროტი (დამზადებულია გენმოდიფიცირებული სოიასგან), მზესუმზირის შროტი, ძვალ-ხორცის ფქვილი, ქატო, თევზის ფქვილი, სიმინდის ბუყი, თევზის ცხიმი, მზესუმზირის ზეთი, ცხოველური წარმოშობის ცხიმი და ვიტამინოვან-მინერალური დანამატი.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 8 თვე;
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;
შეფუთვა: 20 კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.