რა არის კობრის სრულყოფილი საკვები?
კობრის სრულყოფილი საკვები არის მზა კომბინირებული ექსტრუდირებული საკვები კობრისებრთა თევზების გამოსაკვებად, რომელიც შემუშავებულია კობრის გამოსაკვებად გამოზრდის ყველა სტადიაზე, ლიფსიტობიდან სასურსათო თევზის მიღებამდე.
რატომ კობრის სრულყოფილი საკვები?
• კორბის საკვებით, დროის მოკლე პერიოდში და საკვებზე ნაკლები დანახარჯით მიიღება მაქსიმალური შედეგები;
• კობრის საკვები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით;
• კობრის საკვები მორგებულია თევზის განვითარების სხვადასხვა ფაზას;
• კობრის საკვები უზრუნველყოფს თევზის ჯანმრთელობას და სასურსათო თევზის მაღალ საგემოვნო თვისებებს;
გამოყენებული ინგრედიენტები:
ხორბალი, სოიას შროტი (დამზადებულია გენმოდიფიცირებული სოიასგან), მზესუმზირის შროტი, ძვალ-ხორცის ფქვილი, ქატო, თევზის ფქვილი, სიმინდის ბუყი, თევზის ცხიმი, მზესუმზირის ზეთი, ცხოველური წარმოშობის ცხიმი და ვიტამინოვან-მინერალური დანამატი.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 8 თვე;
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;
შეფუთვა: 20 კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
გამოყენების ინსტრუქცია:
კობრისთვის საკვების მიწოდება ხდება ორი მონაცემის წყლის ტემპერატურის და კობრის
საერთო წონის გათვალისწინებით. რეკომენდირებულია, ყოველ 100 კგ კობრის დღე-ღამის განმავლობაში მიეწოდოს საკვები მოცემული ცხრილის შესაბამისად:
|
საკვებ მოხმარების ცხრილი (კგ საკვები, ყოველ 100კგ თევზზე)* |
თევზი (გ) |
გრანულის ზომა (მმ) |
წყლის ტემპერატურა (C) |
10 |
12 |
14 |
16 |
18 |
20 |
24 |
>24 |
>500 |
6 მმ |
0.5 |
0.7 |
1 |
1.5 |
1.8 |
2 |
2.5 |
|
მაგალითად: კობრის ბიომასა 1000 ცალი 100 გრამიანი თევზის პირობებში 100 კილოგრამია. შესაბამისად, 18 oC-ზე, 100 კგ თევზის ბიომასას დღე-ღამეში მიეწოდება 1.8 კგ საკვები. თუ ბიომასა არის 200 კგ, მაშინ მიეწოდება 2 x 1.8 კგ = 3.6 კგ საკვები და ა.შ. **
* საკვების ათვისების კოეფიციენტი (კონვერსია) დამოკიდებულია კობრის ასაკზე, გამოსაზრდელ პირობებზე (წყლის ხარისხი, ტემპერატურა და სხვ.) და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საშუალო მონაცემია 1,1-1.5;
** აღნიშნული ცხრილი ასახავს კვების ზოგად რეკომენდაციებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანია „ნუტრიმაქსი “-ს ტექნიკურ ჯგუფს;
კვების რეკომენდაციები:
• კობრის საკვების მიწოდება შესაძლებელია ავტომატური საკვებურით ან წყალში ხელით მოფანტვის საშუალებით;
• ხელით კვების პირობებში კვება შეიძლება დღეში ორჯერ: დილით ადრე და შუადღით (წყლის 20 გრადუსზე და მეტი გათბობის შემთხვევაში შესაძლებელია სამჯერადი კვებაც);
• რეკომენდირებულია, საკვების მიწოდება/მოფანტვა მოხდეს ერთსა და იმავე ადგილას, რადგან კობრი ეჩვევა საკვების მიწოდების ადგილს;