რა არის კალმახის სრულყოფილი საკვები?
კალმახის სრულყოფილი საკვები არის მზა კომბინირებული ექსტრუდირებული საკვები, რომელიც გამოიყენება კალმახის გამოსაკვებად 60-დან 400 გრამ ცოცხალ წონამდე.
რატომ კალმახის სრულყოფილი საკვები?
კალმახის საკვებით, დროის მოკლე პერიოდში და საკვებზე ნაკლები დანახარჯით მიიღება მაქსიმალური შედეგები;
• კალმახის საკვები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით;
• კალმახის საკვები მორგებულია თევზის განვითარების სხვადასხვა ფაზას;
• კალმახის საკვები უზრუნველყოფს თევზის ჯანმრთელო ბას და სასურსათო თევზის მაღალ საგემოვნო თვისებებს
გამოყენებული ინგრედიენტები:
თევზის ფქვილი, ხორბალი, სოიას შროტი (დამზადებულია გენმოდი ფიცირებული სოიასგან), ძვალ-ხორცის ფქვილი, თევზის ცხიმი, ცხოველური წარმოშობის ცხიმი.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 8 თვე;
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;
შეფუთვა: 20 კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
გამოყენების ინსტრუქცია:
კალმახისთვის საკვების მიწოდება ხდება ორი მონაცემის წყლის ტემპერატურის და კალმახის საერთო წონის გათვალისწინებით. რეკომენდირებულია, ყოველ 100 კგ კალმახს დღე-ღამის განმავლობაში მიეწოდოს საკვები მოცემული ცხრილის შესაბამისად:
საკვებ მოხმარების ცხრილი (კგ საკვები, ყოველ 100 კგ თევზზე)* |
თევზი (გ) |
გრანულის ზომა (მმ) |
წყლის ტემპერატურა (˚C) |
2 |
4 |
6 |
8 |
10 |
12 |
14 |
16 |
18 |
60-100 |
4 მმ |
0.55 |
0.65 |
0.82 |
0.95 |
1.22 |
1.5 |
1.6 |
1.67 |
1.58 |
100-200 |
4 მმ |
0.49 |
0.57 |
0.72 |
0.84 |
1.07 |
1.32 |
1.41 |
1.47 |
1.41 |
200-400 |
4 მმ |
0.43 |
0.5 |
0.63 |
0.74 |
0.94 |
1.16 |
1.24 |
1.29 |
1.23 |
მაგალითად: კალმახის მასა 1000 ცალი 100 გრამიანი თევზის პირობებში 100 კილოგრამია. შესაბამისად, 12°C-ზე, 100 კგ თევზის ბიომასას დღე-ღამეში მიეწოდება 1.5 კგ საკვები. თუ ბიომასა არის 200 კგ, მაშინ მიეწოდება
2 x 1.5 კგ = 3 კგ საკვები და ა.შ. **
* საკვების ათვისების კოეფიციენტი (კონვერსია) დამოკიდებულია კალმახის ასაკზე, გამოსაზრდელ პირობებზე
(წყლის ხარისხი, ტემპერატურა და სხვ.) და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საშუალო მონაცემია 0,9-1,1;
** აღნიშნული ცხრილი ასახავს კვების ზოგად რეკომენდაციებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ
დაუკავშირდეთ კომპანია „ნუტრიმაქსი “-ს ტექნიკურ ჯგუფს.
კვების რეკომენდაციები:
• კალმახის გამოკვება რეკომენდირებულია დღეში სამჯერ (მინიმუმ დღეში ორჯერ);
• მიზანშეწონილია, კალმახის გამოკვება დღის ერთსა და იმავე დროის პერიოდში;
• კალმახის საკვების მიწოდება შესაძლებელია ავტომატური საკვებურით ან წყალში ხელით
მოფანტვის საშუალებით;
• რეკომენდირებულია, საკვების მიწოდება/მოფანტვა მოხდეს ერთსა და იმავე ადგილას,
რადგან კალმახი ეჩვევა საკვების მიწოდების ადგილს