რა არის ინდაურის საკვები სტარტი?
ინდაურის საკვები სტარტი წარმოადგენს 2 მმ ზომის გრანულირებულ საკვებს, რომელიც გამოიყენება ინდაურის ერთდღიანი ჭუკების გამოსაკვებად სიცოცხლის პირველი 5 კვირის განმავლობაში. სტარტს ინდაურის ჭუკი 5 კვირის განმავლობაში მოიხმარს მაქსიმუმ 550-600 გრამის ოდენობით.
რატომ ინდაურის საკვები სტარტი?
გრანულირებული საკვები სტარტი წარმოადგენს ადვილად ათვისებად საკვებს, რომელიც ხელს უწყობს მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებას და წონამატს.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი (დამზადებულია გენმოდიფიცირებული სოიასგან), სიმინდის გლუტენი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, დიკალციუმ ფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული, კოქციდიოსტატი, მიკოტოქსინების საწინააღმდეგო ბაინდერი.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში);
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;
შეფუთვა: 25 კგ.