რა არის კალმახის სრულყოფილი საკვები?
კალმახის სრულყოფილი საკვები არის მზა კომბინირებული ექსტრუდირებული საკვები, რომელიც გამოიყენება კალმახის გამოსაკვებად 400-დან 1000 გრამ ცოცხალ წონამდე.
რატომ კალმახის სრულყოფილი საკვები?
კალმახის საკვებით, დროის მოკლე პერიოდში და საკვებზე ნაკლები დანახარჯით მიიღება მაქსიმალური შედეგები;
• კალმახის საკვები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით;
• კალმახის საკვები მორგებულია თევზის განვითარების სხვადასხვა ფაზას;
• კალმახის საკვები უზრუნველყოფს თევზის ჯანმრთელო ბას და სასურსათო თევზის მაღალ საგემოვნო თვისებებს
გამოყენებული ინგრედიენტები:
თევზის ფქვილი, ხორბალი, სოიას შროტი (დამზადებულია გენმოდი ფიცირებული სოიასგან), ძვალ-ხორცის ფქვილი, თევზის ცხიმი, ცხოველური წარმოშობის ცხიმი.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 8 თვე;
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;
შეფუთვა: 20 კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
გამოყენების ინსტრუქცია:
კალმახისთვის საკვების მიწოდება ხდება ორი მონაცემის წყლის ტემპერატურის და კალმახის საერთო წონის გათვალისწინებით. რეკომენდირებულია, ყოველ 100 კგ კალმახს დღე-ღამის განმავლობაში მიეწოდოს საკვები მოცემული ცხრილის შესაბამისად:
საკვებ მოხმარების ცხრილი (კგ საკვები, ყოველ 100 კგ თევზზე)* |
თევზი (გ) |
გრანულის ზომა (მმ) |
წყლის ტემპერატურა (˚C) |
2 |
4 |
6 |
8 |
10 |
12 |
14 |
16 |
18 |
400-600 |
6 მმ |
0.37 |
0.44 |
0.56 |
0.65 |
1.83 |
1.02 |
1.09 |
1.14 |
1.08 |
600-800 |
6 მმ |
0.33 |
0.39 |
0.49 |
0.57 |
1.73 |
0.9 |
0.96 |
1 |
0.95 |
800-1000 |
6 მმ |
0.29 |
0.34 |
0.43 |
0.5 |
0.64 |
0.79 |
0.84 |
0.88 |
0.84 |
მაგალითად: კალმახის მასა 1000 ცალი 100 გრამიანი თევზის პირობებში 100 კილოგრამია. შესაბამისად, 12°C-ზე, 100 კგ თევზის ბიომასას დღე-ღამეში მიეწოდება 1.02 კგ საკვები. თუ ბიომასა არის 200 კგ, მაშინ მიეწოდება
2 x 1.02 კგ = 2.04 კგ საკვები და ა.შ. **
* საკვების ათვისების კოეფიციენტი (კონვერსია) დამოკიდებულია კალმახის ასაკზე, გამოსაზრდელ პირობებზე
(წყლის ხარისხი, ტემპერატურა და სხვ.) და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საშუალო მონაცემია 0,9-1,1;
** აღნიშნული ცხრილი ასახავს კვების ზოგად რეკომენდაციებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ
დაუკავშირდეთ კომპანია „ნუტრიმაქსი “-ს ტექნიკურ ჯგუფს.
კვების რეკომენდაციები:
• კალმახის გამოკვება რეკომენდირებულია დღეში სამჯერ (მინიმუმ დღეში ორჯერ);
• მიზანშეწონილია, კალმახის გამოკვება დღის ერთსა და იმავე დროის პერიოდში;
• კალმახის საკვების მიწოდება შესაძლებელია ავტომატური საკვებურით ან წყალში ხელით მოფანტვის საშუალებით;
• რეკომენდირებულია, საკვების მიწოდება/მოფანტვა მოხდეს ერთსა და იმავე ადგილას, რადგან კალმახი ეჩვევა საკვების მიწოდების ადგილს