ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge
ცხვრის საკვები - სტარტი
შეფუთვა:
25კგ
პროდუქტის აღწერა
პროდუქტის აღწერა
კვების რეკომენდაციები
რა არის ცხვრის საკვები სტარტი?
ცხვრის საკვები სტარტი არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც გამოიყენება 10კგ ცოცხალი წონიდან 19კგ ცოცხალ წონამდე, ცხვრის სიცოცხლის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში - უმტკივნეულო ასხლეტვისთვის.
რატომ ცხვრის საკვები სტარტი?
ცხვრის საკვები სტარტი მორგებულია ცხვრის განვითარების კონკრეტულ ფაზას და საშუალებას აძლევს ფერმერს მიიღოს მაქსიმალური შედეგები;
გრანულის სპეციალური ფორმა მაქსიმალურად უზრუნველყოფს საკვების უდანაკარგო მიტანას ცხვრამდე;
ცხვრის საკვები სტარტით დროის მოკლე პერიოდში მიიღწევა მაქსიმალური შედეგები.
გამოყენებული ინგრედიენტები:
სიმინდი, ხორბალი, ქერი, ქატო, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, იონჯის ფქვილი, ვიტამინოვან-მინერალური დანამატი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობით.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
კვების რეკომენდაციები:
ცხვრის საკვები სტარტის გამოყენება უმჯობესია დაიწყოთ - პრესტარტერის ფაზის შემდგომ;
ცხვრის საკვები სტარტით კვება დაიწყეთ, როდესაც ცხვარი მიაღწევს 10კგ ცოცხალ წონას და შეწყვიტეთ 19კგ ცოცხალ წონაზე;
ცხვრის საკვები სტარტი გამოიყენება მაქსიმუმ 25კგ-ს ოდენობით;
ცხვრის ასხლეტვა უმჯობესია მოახდინოთ 18კგ-დან 20კგ ცოცხალი წონის ფარგლებში;
ცხვრის საკვები სტარტით კვებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ცხვარს მუდმივად ჰქონდეს სასმელი სუფთა წყალი;
ცხვრის საკვები სტარტის გამოყენება უმჯობესია მცირე რაოდენობით, წინა და ახალი რაციონების თანდათანობით ჩანაცვლებით 5-7 დღის განმავლობაში.
გამოყენების ინსტრუქცია:
სახორცე ცხვარს, 10კგ ცოცხალი წონის მიღწევის შემდეგ, მიეწოდება ცხვრის საკვები სტარტი ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდების გარეშე, ხოლო თივა/ნამჯა მოხმარებული საკვების 20-25%-ის ოდენობით.