Red Max 30% კონცენტრატი არის მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის, პროტეინოვანი კონცენტრატი, როგორც უნივერსალური საკვებდანამატი ფრინველის სტარტის, გროუერის და ფინიშის რაციონების დასამზადებლად, რომელიც უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით ფრინველის მაქსიმალურ წონამატს.
რატომ Red Max 30%-იანი კონცენტრატი?
Red Maxმარტივი დოზირებით მომხმარებელი შეძლებს დამოუკიდებლად მოამზადოს მზა საკვები, ნაკლები დანახარჯითა და მეტი მოგებით;
Red Maxკონცენტრატით დამზადებული საკვების მეშვეობით ფრინველი იოლად ითვისებს საკვებ ნივთიერებებს;
Red Max ხელს უწყობს ფრინველის იმუნიტეტის გაძლიერებას, კუჭ-ნაწლავის სისტემის განვითარებას, მაქსიმალურ წონამატსა და ჯანმრთელობას.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სოიოს შროტი, სოიოს კოპტონი, მზესუმზირის შროტი, სიმინდის გლუტენი, მონოკალციუმფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონდებლობით.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 6 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
კვების რეკომენდაციები:
ფრინველს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
საკვების ფაზის შეცვლისას, წინამდებარე ფაზის საკვებს მომდევნო ფაზის საკვები შეურიეთ 3-5 დღის მანძილზე და ისე მიაწოდეთ ფრინველს (უკეთესი შეგუებისთვის);
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა;
Red Max30% კონცენტრატი კომბინირებული საკვების დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი ჩართულობით (იხილეთ ცხრილი №1).
მოხმარების წესი (ცხრილი N1)
Red Max30% კონცენტრატი კომბინირებული საკვების დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი ჩართულობით: