ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge
მწყერის საკვები სტარტი
შეფუთვა:
25კგ
პროდუქტის აღწერა
პროდუქტის აღწერა
კვების რეკომენდაციები
რა არის მწყერის საკვები სტარტი?
მწყერის საკვები სტარტი წარმოადგენს მზა საკვებს მწყერისთვის, რომელიც დამზადებულია, როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის ნედლეულით და მოიცავს მწყერის გამოზრდის საწყის პერიოდს. იგი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას და აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე ზრდის საწყის ეტაპზე:
0-დან 4 კვირის ჩათვლით.
რატომ მწყერის საკვები სტარტი?
მწყერის საკვები სტარტის მეშვეობით გექნებათ გამოზრდის ნაკლები დანახარჯები, ვინაიდან აღნიშნული პროდუქტი უნიკალური შემადგენლობით უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით ფრინველის წონის მატებას, გამოზრდის საწყის ეტაპზე;
მწყერის საკვები სტარტი გათვლილია ფრინველის კონკრეტულ წონაზე, ასაკსა და მდგომარეობაზე;
მწყერის საკვები სტარტი ხელს უწყობს გამოზრდის საწყის ეტაპზე ფრინველის მაქსიმალურ წონამატს.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, ცხოველური წარმოშობის ნედეული, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობით.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 3 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
მოხმარების წესი და კვების რეკომენდაციები:
გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღიდან, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
0-დან 4 კვირა მოიხმარს 350-400გრ სტარტს;
მწყერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, დღიური მოხმარებული საკვების რაოდენობა დამოკიდებულია მწყერის ჯიშზე და ცოცხალ წონაზე;
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.