ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge
Pig Max სტარტი - მზა საკვები ღორისთვის
შეფუთვა:
25კგ
პროდუქტის აღწერა
პროდუქტის აღწერა
კვების რეკომენდაციები
რა არის Pig Max სტარტი?
Pig Max სადედე გუნდისა და სასუქი ღორის კვების ტექნოლოგიაა, რომელიც შემუშავებულია ცხოველთა კვებაში ევროპის წამყვანი სპეციალისტების მიერ და მორგებულია საქართველოს რეალობაში ღორის ზრდისას არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.
Pig Max სტარტი არის მზა კომბინირებული საკვები სასუქი ღორებისთვის 10-12კგ ცოცხალი წონიდან 25კგ ცოცხალ წონამდე.
რატომ Pig Max სტარტი?
Pig Max სტარტი არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც მორგებულია სპეციალურად სასუქი ღორის წონასა და კონკრეტულ ასაკს;
Pig Max სტარტის 25კგ-ს ოდენობით გამოყენების შემთხვევაში სასუქი ღორი საშუალოდ იმატებს 13-15კგ ცოცხალ წონას;
Pig Max სტარტი დაბალანსებულია ყველა აუცილებელი საზრდო ნივთიერებით და მისი გამოყენების შემთხვევაში არ არის საჭირო სხვა დამატებითი საკვების ან საკვებდანამატის გამოყენება;
Pig Max სტარტი ხელს უწყობს სასუქი ღორის მაქსიმიმალურ წონამატების მიღწევას.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ქერი, მზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა:25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
მოხმარების წესი:
Pig Max სტარტი გამოიყენება პრესტარტერის ფაზის შემდეგ გოჭის მიერ 10-12კგ ცოცხალი წონის მიღწევიდან;
Pig Max სტარტით გამოზრდის პერიოდში ბურვაკს საკვები მიეწოდება 25კგ-ის ოდენობით.
კვების რეკომენდაციები:
Pig Max სტარტი ბურვაკს მიეწოდება ნებაზე, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
Pig Max სტარტი ბურვაკს უნდა მიეწოდოს 25კგ-ს ოდენობით;
Pig Max სტარტით კვებისას აუცილებელია ბურვაკის ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;
Pig Max სტარტის გამოყენება უმჯობესია დაიწყოს პრესტარტერის და Pig Max სტარტის საკვების შერევით სამი დღის განმავლობაში (ახალი ფაზის საკვებთან მეტად იოლი შეჩვევისთვის).