GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

პროდუქცია

Pig Max დედა ღორი - მზა საკვები ღორისთვის

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

პროდუქტის აღწერა

კვების რეკომენდაციები

რა არის Pig Max დედა ღორის საკვები?

Pig Max სადედე გუნდისა და სასუქი ღორის კვების ტექნოლოგიაა, რომელიც შემუშავებულია ცხოველთა კვებაში ევროპის წამყვანი სპეციალისტების მიერ და მორგებულია საქართველოს რეალობაში ღორის ზრდისას არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.

Pig Max დედა ღორის საკვები არის მზა კომბინირებული საკვები მოლაქტაციე ნეზვებისთვის, გოჭების დაყრის შემდგომი პერიოდისთვის, მთელი ლაქტაციის განმავლობაში.

 

რატომ Pig Max დედა ღორის საკვები?

Pig Max დედა ღორის საკვები არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც მორგებულია სპეციალურად დედა ღორის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და მხარს უჭერს დედა ღორის ჯანმრთელობის სტატუსს და საჭირო რაოდენობით რძის გამომუშავებას გოჭების დაყრის შემდეგ;
Pig Max დედა ღორის საკვები გამოყენების შემთხვევაში შეინარჩუნებთ, როგორც დედა ღორის კონდიციურ მდგომარეობას, ისე მიიღებთ მეტად განვითარებულ და ერთგვაროვან გოჭებს გუნდში;
Pig Max დედა ღორის საკვები დაბალანსებულია ყველა აუცილებელი საზრდო ნივთიერებით და მისი გამოყენების შემთხვევაში არ არის საჭირო სხვა დამატებითი საკვების ან საკვებდანამატის გამოყენება;
Pig Max დედა ღორის საკვები ნეზვს მიეწოდება მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
Pig Max დედა ღორის საკვები ღორს მიაწოდეთ დოზირებულად, მოცემული ცხრილის მიხედვით:
Pig Max დედა ღორის საკვებით ნეზვების კვების პერიოდში ღორს  უნდა ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ქერიმზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
 
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.