Pig Max სადედე გუნდისა და სასუქი ღორის კვების ტექნოლოგიაა, რომელიც შემუშავებულია ცხოველთა კვებაში ევროპის წამყვანი სპეციალისტების მიერ და მორგებულია საქართველოს რეალობაში ღორის ზრდისას არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატი პროტეინოვანი საკვებდანამატია, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტს, შეუცვლელ ამინომჟავას და სხვა სპეციალურ დანამატებს, რაც აუცილებელია ჯანმრთელი ღორის გამოსაზრდელად.
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატი მორგებულია ღორის კონკრეტულ წონაზე, ასაკზე, მდგომარეობაზე და გამოიყენება 10-12კგ ცოცხალი წონიდან 25კგ ცოცხალ წონამდე.
რატომ Pig Max სტარტი 25%-იანი კონცენტრატი?
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატი ფერმერს საშუალებას აძლევს მიიღოს დაბალანსებული და ჯანსაღი საკვები ცხოველთა გამოსაკვებად;
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატით ფერმერს აქვს საშუალება მის ხელთ არსებული ნედლეულის (მარცვლეული) გამოყენებით, შეღავათიან ფასად დაამზადოს ღორის მაღალეფექტური საკვები;
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატიშეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას, რაც აუცილებელია ჯანსაღი ღორის გამოსაზრდელად.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 6 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
კვების რეკომენდაციები:
ყურადღება მიაქციეთ, რომ მარცვლეული კარგად დაიფქვას და კონცენტრატთან კარგად გადაირიოს;
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატით დამზადებული საკვებიბურვაკს მიეწოდება ნებაზე, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატით დამზადებული საკვებით კვებისას აუცილებელია ბურვაკის ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატით დამზადებული საკვების გამოყენება უმჯობესია დაიწყოს პრესტარტერის და Pig Maxსტარტის საკვების შერევით სამი დღის განმავლობაში (ახალი ფაზის საკვებთან მეტად იოლი შეჩვევისთვის);
ღორს მუდმივად უნდა ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან.
მოხმარების წესი:
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატი პროტეინოვან-ვიტამინოვანი და მინერალური ბაზაა, რომელიც გამოიყენება ფერმერის ხელთ არსებულ მარცვლეულთან გადასარევად და კომბინირებული საკვების დასამზადებლად;
საერთო რაციონში Pig Max სტარტი 25%კონცენტრატის ჩართულობა 25%-ს შეადგენს;
Pig Max სტარტი 25%კონცენტრატით დამზადებული მზა საკვები ღორს (გოჭს) მიაწოდეთ შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.