GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

პროდუქცია

Pig Max გროუერი 25%-იანი კონცენტრატი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

პროდუქტის აღწერა

კვების რეკომენდაციები

რა არის Pig Max გროუერი 25%-იანი კონცენტრატი?

Pig Max სადედე გუნდისა და სასუქი ღორის კვების ტექნოლოგიაა, რომელიც შემუშავებულია ცხოველთა კვებაში ევროპის წამყვანი სპეციალისტების მიერ და მორგებულია საქართველოს რეალობაში ღორის ზრდისას არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.
Pig Max გროუერი 25% კონცენტრატი პროტეინოვანი საკვებდანამატია, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტს, შეუცვლელ ამინომჟავას და სხვა სპეციალურ დანამატებს, რაც აუცილებელია ჯანმრთელი ღორის გამოსაზრდელად.
Pig Max გროუერი 25% კონცენტრატი მორგებულია ღორის კონკრეტულ წონაზე, ასაკზე, მდგომარეობაზე და გამოიყენება 25კგ ცოცხალი წონიდან 65კგ ცოცხალ წონამდე.

 

რატომ Pig Max გროუერი - 25%-იანი კონცენტრატი?

Pig Max გროუერი 25% კონცენტრატი ფერმერს საშუალებას აძლევს მიიღოს დაბალანსებული და ჯანსაღი საკვები ცხოველთა გამოსაკვებად;
Pig Max გროუერი 25% კონცენტრატით ფერმერს აქვს საშუალება მის ხელთ არსებული ნედლეულის (მარცვლეული) გამოყენებით, შეღავათიან ფასად დაამზადოს ღორის მაღალეფექტური საკვები;
Pig Max გროუერი 25% კონცენტრატი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას, რაც აუცილებელია ჯანსაღი ღორის გამოსაზრდელად.
 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
 
შენახვის ვადა: დამზადებიდან 6 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.