GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

პროდუქცია

Milk Max - მზა საკვები მეწველი ფურისთვის

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

პროდუქტის აღწერა

კვების რეკომენდაციები

რა არის Milk Max-ი?

Milk Max არის მეწველი ფურის საკვები, რომლის სპეციალური ფორმულა მორგებულია საქართველოს პირობებისთვის ჩვეულ, თივით და ბალახით კვების მეთოდებში ჩასართავად და გამოიყენება საშუალო დღიური მონაწველის მაქსიმალურად გასაზრდელად.

 

რატომ Milk Max-ი?

Milk Max მორგებულია, როგორც ბალახით, ისე თივით ფურის კვების მეთოდებში ჩასართავად;
MilkMax წარმოადგენს სრულფასოვან საკვებს, რომელიც არ საჭიროებს სხვა საკვები დანამატების ჩართვას საკვებ რაციონში;
Milk Max ხელს უწყობს მთელი ლაქტაციის პერიოდში დღიური მონაწველის მაქსიმალურ ზრდას;
Milk Max არის ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები, რომელიც შეიცავს სწრაფად მონელებად ნახშირწყლებსა და პროტეინებს, ხელს უწყობს ფაშვის ფუნქციონირებას და ავსებს ფურის საზრდო ნივთიერებების დანაკლისს.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, ქერი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ პოლიპროპილენის ტომარა.