ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge
Layer Max - მზა საკვები სოფლის კვერცხმდებელი ქათმისთვის
შეფუთვა:
25კგ
პროდუქტის აღწერა
პროდუქტის აღწერა
კვების რეკომენდაციები
რა არის Layer Max - სოფლის კვერცხმდებელი ქათმის საკვები?
Layer Max წარმოადგენს მზა საკვებს, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად სოფლის კვერცხმდებელი ქათმისთვის, დაბალანსებულია ყველა აუცილებელი საზრდო ნივთიერებით და აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე პროდუქტიულობის (კვერცხდების) მთელს ეტაპზე.
რატომ Layer Max სოფლის კვერცხმდებელი ქათმის საკვები?
Layer Max საზრდო ნივთიერებით უზრუნველყოფს ფრინველის მაქსიმალურ პროდუქტიულობას და ცოცხალი მასის მატებას.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, სოიოს კოპტონი, მზესუმზირის შროტი, სიმინდის გლუტენი, მონოკალციუმფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონდებლობით.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 3 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ პოლიპროპილენის ტომარა.
კვების რეკომენდაცია:
ქათამს საკვები მიეცით მშრალი სახით ყოველგვარი დანამატების გარეშე;
ყურადღება მიაქციეთ, რომ ფრინველს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი;
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
მოხმარების წესი:
Layer Max სოფლის კვერცხმდებელი ქათმის საკვები გამოიყენეთ ერთ ფრთაზე 70-80 გრამი დღეში, თუ ფრინველი ეზოში გყავთ გაშვებული;
Layer Max სოფლის კვერცხმდებელი ქათმის საკვები გამოიყენეთ ერთ ფრთაზე 80-100 გრამი დღეში, თუ ფრინველი ჩაკეტილ პირობებში გყავთ.