ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge
ბატკნის პრესტარტერი
შეფუთვა:
25კგ
პროდუქტის აღწერა
პროდუქტის აღწერა
კვების რეკომენდაციები
რა არის ბატკნის პრესტარტერი?
ბატკნის პრესტარტერი არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც გამოიყენება ბატკნის სიცოცხლის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, სიცოცხლის მე-10 დღიდან 9კგ ცოცხალ წონამდე.
რატომ ბატკნის პრესტარტერი?
პრესტარტერი მაქსიმალურად ეფექტური საკვებია დანაკარგების მართვის მხრივ, გრანულის სპეციალური ფორმა მაქსიმალურად უზრუნველყოფს საკვების უდანაკარგო მიტანას ბატკნამდე;
პრესტარტერი მორგებულია ბატკნის განვითარების კონკრეტულ ფაზას;
პრესტარტერი მხარს უჭერს ბატკნის ჯანმრთელობას, უზრუნველყოფს ფაშვის ჩამოყალიბებას და უხეშ საკვებზე უმტკივნეულო გადასვლას.
გამოყენებული ინგრედიენტები:
სიმინდი, ხორბალი, ქერი, ქატო, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, იონჯის ფქვილი, ვიტამინოვან-მინერალური დანამატი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობით.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
კვების რეკომენდაციები:
პრესტარტერის გამოყენება უმჯობესია დაიწყოთ ბატკნის სიცოცხლის მე-10 დღიდან 9კგ ცოცხალ წონამდე;
პრესტარტერი არ ანაცვლებს რძეს/რძის შემცვლელს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბატკნის გამოზრდისას სიცოცხლის 60-70 დღის განმავლობაში;
პრესტარტერს ბატკანი მაქსიმუმ მოიხმარს 10კგ-ს ოდენობით;
უხეში საკვები (თივა ან ნამჯა) გამოიყენება ბატკნის სიცოცხლის მე-2 კვირიდან და პრესტარტერის მსგავსად ბატკანს მიეწოდება ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;
პრესტარტერის გამოყენების შემდგომ უმჯობესია მოხდეს ცხვრის საკვების სტარტის ფაზაზე გადასვლა, რაციონების თანდათანობით ჩანაცვლებით 5-7 დღის განმავლობაში;
წყალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ბატკნის გამოსაზრდელად, რომელიც ბატკანს მიეწოდება სიცოხლის მე-7 დღიდან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
გამოყენების ინსტრუქცია:
სიცოცხლის მე-10 დღიდან გამოიყენეთ ბატკნის პრესტარტერი;
გამოზრდის პერიოდში ბატკანს საკვები და თივა/ნამჯა მიეწოდება ნებაზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.