GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

პროდუქცია

ხბოს სტარტერი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

პროდუქტის აღწერა

კვების რეკომენდაციები

ხბოს სტარტერი

 

ხბოს საკვები  2 თვიდან 4 თვის განმავლობაში

 

რა არის ხბოს სტარტერი?

ხბოს სტარტერი - არის მზა გრანულირებული საკვები ხბოებისთვის, რომელიც დამზადებულია საქართველოში „ნუტრიმაქსის“ მიერ. ხბოს სტარტერი მორგებულია სპეციალურად საქართველოს პირობებს, ხბოების ეფექტურად გამოსაზრდელად. ხბოს სტარტერი  გამოიყენება ხბოების გამოზრდის განსაკუთრებით კრიტიკულ პერიოდში, ორი თვიდან, ოთხი თვემდე პერიოდში. სწორედ მაშინ როდესაც ხბოს უყალიბდება ფაშვი და ხდება რძისგან ასხლეტვა.

 

 

რატომ ხბოს სტარტერი?

ხბოს სტარტერი გამოიყენება, როგორც მერძეული მიმართულების, ისე მეხორცული მიმართულების ხბოების გამოსაზრდელად. კვების ტექნოლოგია ორივე შემთხვევისთვის მსგავსია.

ხბოს სტარტერი ხელს უწყობს ფაშვის ჩამოყალიბებას ხოლო პროტეინებით, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები უზრუნველყოფს ძლიერი ხბოს გამოზრდას.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი (დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოსგან), მზესუმზირის შროტი, ქერი, კირქვა, ვიტამინოვან-მინერალური დანამატი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული.

შენახვის ვადები და პირობები:

შენახვის ვადა : დამზადებიდან 5 (თვე) თვე;

შენახვის პირობები: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.

შეფუთვა: 25 კგ ტომარა.