GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

პროდუქცია

Beef Max Universal 25% - მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

პროდუქტის აღწერა

კვების რეკომენდაციები

რა არის Beef Max უნიცერსალური კონცენტრატი ?

Beef Max უნივერსალური კონცენტრატი არის მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროტეინოვანი კონცენტრატი, როგორც სპეციალური საკვები დანამატი სახორცე პირუტყვისთვის. კონცენტრატი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელი პირუტყვის გამოზრდას და მაქსიმალური დღიური წონამატის მიღებას ბროილერის სტარტის, გროუერის და ფინიშის რაციონების დასამზადებლად.

 

რატომ Beef Max უნივერსალური კონცენტრატი ?

Beef Max უნივერსალური კონცენტრატის მარტივი დოზირებით მომხმარებელი შეძლებს დამოუკიდებლად მოამზადოს მზა საკვები, ნაკლები დანახარჯითა და მეტი მოგებით.

Beef Max უნივერსალური კონცენტრატით დამზადებული საკვების მეშვეობით მეხორცული პირუტყვი მარტივად ითვისებს საკვებ ნივთიერებებს. კონცენტრატით დამზადებული მზა საკვები თავისი განსაკუთრებული პროტეინოვანი შემადგენლობით უზრუნველყოფს დროის მოკლე პერიოდში მეხორცული საქონლის მაქსიმალურ წონამატს, გამოზრდის ნაკლები დანახარჯით.

Beef Max უნივერსალური კონცენტრატი არის ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი კონცენტრატი, რომლის მეშვეობითაც დამზადებული მზა საკვებით იღებთ საუკეთესო ხარისხის ხორცს.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პრემიქსი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, მზესუმზირის ზეთი, ქატო, კირქვა, შარდოვანა, კოქციდიოსტატი, მარილი, სიმინდის გამოხდის მშრალი მარცვლის ნარჩენი (სგმმნ) და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით. 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.

შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.