Beef Max წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე დამზადებულ უმაღლესი ხარისხის საკვებს, რომელიც უზრუნველყოფს დროის მოკლე პერიოდში მეხორცული საქონლის მაქსიმალურ წონამატს გამოზრდის ნაკლები დანახარჯით. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის პირუტყვის გამოსაზრდელად.
რატომ Beef Max-ი?
Beef Max წარმოადგენს სრულფასოვან საკვებს, რომელიც არ საჭიროებს სხვა საკვები დანამატების ჩართვას საკვებ რაციონში;
Beef Max მეშვეობით გექნებათ გამოზრდის ნაკლები დანახარჯები, ვინაიდან Beef Max წარმოადგენს მზა საკვებს, რომელიც უნიკალური პროტეინოვანი შემადგენლობით უზრუნველყოფს დროის მოკლე პერიოდში მეხორცული საქონლის მაქსიმალურ წონამატს, გამოზრდის ნაკლები დანახარჯებით;
Beef Max არის ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები, რომლის მეშვეობითაც იღებთ საუკეთესო ხარისხის ხორცს.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, ქერი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
შენახვის ვადა:დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი:მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა:25კგ პოლიპროპილენის ტომარა.
კვების რეკომენდაციები:
პირუტყვს ესაჭიროება ერთი კვირა ახალ მეთოდთან შესაჩვევად;
გამოყენების პირველ დღეს, Beef Maxპირუტყვს აჭამეთ 1-კგ და თანდათანობით გაუზარდეთ დღიური ნორმა რეკომენდირებულ რაოდენობამდე ერთი კვირის განმავლობაში;
პირუტყვს დღის გარკვეულ პერიოდში, კვების შემთხვევაში (დილას და საღამოს), Beef Maxდღიური რეკომენდირებული რაციონი უნდა მიეწოდოს თანაბარი რაოდენობით: ნახევარი დილას, ნახევარი საღამოს;
თუკი პირუტყვს მიაჩვევთ საკვების მიღებას შეზღუდულად, მნიშვნელოვანია საკვები პირუტყვს მიაწოდოთ დღის ერთსა და იმავე დროს;
უკეთესი პროდუქტიულობისთვის სასურველია პირუტყვმა დღიური რეკომენდირებული რაოდენობის საკვები და წყალი მიიღოს ნებაზე, შეუზღუდავად.