ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში?

ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში არის მზა კომბინირებული საკვები ცხვრის გამოსაკვებად 20კგ ცოცხალი წონიდან დაკვლამდე, რომელიც უზრუნველყოფს დროის მოკლე პერიოდში, საკვებზე ნაკლები დანახარჯით, მაქსიმალურ წონამატს და ცხვრის ჯანმრთელობას.

 

 

რატომ ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში?

ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით;
ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში მორგებულია ცხვრის  განვითარების კონკრეტულ ფაზას;
ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში მხარს უჭერს ცხვრის ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს სასურსათო ცხვრის ხორცის მაღალ საგემოვნო თვისებებს.

 

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

სიმინდი, ხორბალი, ქერი, ქატო, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, იონჯის ფქვილი, ვიტამინოვან-მინერალური დანამატი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობით.
 
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
 

 

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაციები:

ცხვრის საკვები გროუერ-ფინიშის გამოყენება უმჯობესია დაიწყოთ ცხვრის საკვები სტარტის ფაზის შემდგომ (20 კგ ცოცხალი წონიდან);

ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში გამოიყენება სახორცე ცხვრის დაკვლამდე;

35-38კგ ცოცხალ წონამდე, ცხვარს ესაჭიროება დაახლოებით 80კგ ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში;

ცხვრის საკვები გროუერ-ფინიშის გამოყენება უმჯობესია მცირე რაოდენობით, წინა და ახალი რაციონების თანდათანობით ჩანაცვლებით, 5-7 დღის განმავლობაში;

ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში არის სპეციალური საკვებდანამატი, რომელიც თივასთან ან ნამჯასთან რეკომენდირებული რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში წარმოადგენს სრულფასოვან დღიურ ულუფას;

ცხრის საკვები გროუერ-ფინიში მაქსიმალურად ეფექტური საკვებია დანაკარგების მართვის მხრივ. გრანულის სპეციალური ფორმა მაქსიმალურად უზრუნველყოფს საკვების უდანაკარგო მიტანას ცხვრამდე;

ცხვრის საკვები გროუერ ფინიში  გამოზრდილი ცხვარი ხასიათდება გამორჩეული საგემოვნო თვისებებით;

ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში არ გამოიყენება რძით კვების პერიოდში მყოფი ბატკნის და 10 კგ ცოცხალ წონამდე ბატკნების გამოსაკვებად;

წყალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ბატკნის გამოსაზრდელად, რომელიც ბატკანს მიეწოდება სიცოხლის მე-7 დღიდან  ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

 

გამოყენების ინსტრუქცია:

სახორცე ცხვარს 20კგ ცოცხალი წონის მიღწევის შემდეგ, მიეწოდება ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში;

ცხვარს გამოზრდის პერიოდში საკვები მიეწოდება ნებაზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;

საკვებთან ერთად ცხვარს მიეწოდება თივა ან ნამჯა მოხმარებული საკვების 20-25%-ის ოდენობით.