ღორის 15%-იანი კონცენტრატი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის ღორის 15%-იანი კონცენტრატი?

ღორის 15% -იანი პროტეინოვანი კონცენტრატი წარმოადგენს, როგორც უნივერსალურ საკვებდანამატს  25 კილოგრამის ზევით ღორებისთვის , რომლის ფორმაც ხელს უწყობს ღორის მიერ საკვების ადვილად მოხმარებას, მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებას და დღიურ წონამატს დაკვლამდე.

რატომ ღორის 15%-იანი კონცენტრატი?

ღორის 15 % კონცენტრატი უზრუნველყოფს მცირე დანახაჯებითა და მოკლე დროში სწრაფ ზრდასა და მაქსიმალურ წონამატს .

გამოყენებული ინგრედიენტები:

პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, (დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოსგან), მზესუმზირის შროტი, ქერი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობით.

შენახვის ვადა: დამზადებიდან 4 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში);

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;

შეფუთვა: 25 კგ.

კვების რეკომენდაციები

გამოყენების ინსტრუქცია:

 

 

სარეკომენდაციო რაციონი

რაოდენობა / კგ

(1000 კილოგრამში)

15%-იანი კონცენტრატი 150
ხორბალი 465
ქერი 335
სიმინდი 50

 

კვების რეკომენდაციები:

·         როდესაც ბურკვაკი მიაღწევს 25 კგ ცოცხალ წონას, დაიწყეთ 15 %-იანი კონცენტრატით დამზადებული ღორის გროუერ-ფინიშის ფაზის საკვების მიცემა და კვებეთ დაკვლამდე.

·         ბურვაკს 60-65 კგ ცოცხალ წონამდე, საკვები მიეცით შეუზღუდავად მშრალი სახით ყოველგვარი დანამატების გარეშე.

·         60-65 კგ ცოცხალი წონიდან კი შეზღუდულად, დღეში 3-3.5 კგ მზა საკვები

·         ყურადღება მიაქციეთ, რომ ღორს მუდმივად ჰქონდეს სუფთა, სასმელი წყალი.