რა არის სოფლის (ჭრელი) წიწილის სტარტი?
წიწილის სტარტი წარმოადგენს მზა გრანულირებულ საკვებს, რომლის ფორმაც ხელს უწყობს წიწილის და ვარიის მიერ საკვების ადვილად მოხმარებას, მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებას და დღიურ წონამატს მოცემულ პერიოდში.
წიწილის მზა საკვები (სტარტი) არის საკვები, როგორც მეკვერცხული, ასევე მეხორცული მიმართულების სოფლის ქათმის წიწილებისათვის.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare-ის პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი (წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), სიმინდის გლუტენი, დიკალციუმ ფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული, კოქციდიოსტატი, ჯანმრთელობის მხარდამჭერი საშუალება, მიკოტოქსინების საწინააღმდეგო ბაინდერი.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში);
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;
შეფუთვა: 25 კგ.
გამოყენების ინსტრუქცია:
საკვების ფაზა და ასაკი | საკვების მიწოდება | პერიოდის მანძილზე მოხმარებული საკვები (1 ფრთაზე) | პერიოდის ბოლოს საშუალო ცოცხალი წონა |
ქათმის მზა საკვები (სტარტი) 0-5 კვირა (გრანულირებული)* |
შეუზღუდავად (ნებაზე) | 1-1.1 კგ | 650-700 გ |
*უკეთესი შედეგის მისაღწევად სასურველია 0 დღიდან - 7 დღის ასაკამდე წიწილამ მოიხმაროს დატეხილი გრანული პრესტარტერი.
**საკვების შეცვალეთ ეტაპობრივად, ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 4-5 დღის მანძილზე.
საორიენტაციო ცხრილი #1 |
|
დღიური საკვების მოხმარება(1 ფრთა / გრამი დღეში) |
|
ასაკი / კვირა |
საკვები (გრამი / დღეში) |
1-ლი | 12 |
მე-2 | 28 |
მე-3 | 33 |
მე-4 | 40 |
მე-5 | 43 |
კვების რეკომენდაციები:
· საკვები გამოიყენება ქათმის სიცოცხლის 0 დღიდან - 5 კვირის ასაკის ჩათვლით, ამ პერიოდში წიწილა და ვარია მოიხმარს 1-1.1 კგ წიწილის მზა (სტარტი) საკვებს და აღწევს 650-700 გრამ ცოცხალ წონამდე.
· წიწილის მზა (სტარტი) საკვებით წიწილა გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
· მნიშვნელოვანია, რომ წიწილას მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან.
· სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.