სანდო სტარტი - ღორის საკვები

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის ღორის საკვები ,,სანდო’’ - სტარტი ?

სანდო სტარტი არის მზა კომბინირებული საკვები სასუქი ღორებისთვის 10-12კგ ცოცხალი წონიდან 25კგ ცოცხალ წონამდე.

 

რატომ ღორის საკვები ,,სანდო’’ სტარტი ?

სანდო სტარტი არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც მორგებულია სპეციალურად სასუქი ღორის წონასა და კონკრეტულ ასაკს;
სანდო სტარტის 25კგ-ის ოდენობით გამოყენების შემთხვევაში სასუქი ღორი საშუალოდ იმატებს 13კგ ცოცხალ წონას;
სანდო სტარტი დაბალანსებულია ყველა აუცილებელი საზრდო ნივთიერებით და მისი გამოყენების შემთხვევაში არ არის საჭირო სხვა დამატებითი საკვების ან საკვებდანამატის გამოყენება;
სანდო სტარტი ხელს უწყობს სასუქი ღორის მაქსიმიმალური წონამატის მიღწევას.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ქერიმზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
 
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა:25კგ პოლიპროპილენის ტომარა.
 

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაცია:

სანდო სტარტი ბურვაკს უნდა მიეწოდოს 25კგ ოდენობით ნებაზე, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;

სანდო სტარტით კვებისას აუცილებელია ბურვაკის ჰქონდეს წვდომა სუსთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;

სანდო სტარტის გამოყენება უმჯობესია დაიწყოს პრესტარტერის და სანდო სტარტის საკვების შერევით სამი დღის განმავლობაში (ახალი ფაზის საკვებთან მეტად იოლი შეჩვევისთვის).

 

მოხმარების წესი:

სანდო სტარტი გამოიყენება პრესტარტერის ფაზის შემდეგ, გოჭის მიერ 10-12კგ ცოცხალი წონის მიღწევიდან;
სანდო სტარტით გამოზრდის პერიოდში ბურვაკს საკვები მიეწოდება 25კგ-ის ოდენობით.