სანდო გროუერ-ფინიში - ღორის საკვები

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის ღორის საკვები სანდო გროუერ-ფინიში?

სანდო გროუერ-ფინიში არის მზა კომბინირებული საკვები სასუქი ღორებისთვის 25კგ ცოცხალი წონიდან დაკვლამდე.

 

რატომ ღორის საკვები ,,სანდო’’ გროუერ-ფინიში?

სანდო გროუერ-ფინიში არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც მორგებულია სპეციალურად სასუქი ღორის წონასა და კონკრეტულ ასაკს;
სანდო გროუერ-ფინიშის 230კგ-ს ოდენობით გამოყენების შემთხვევაში სასუქი ღორი საშუალოდ იმატებს 70-80 კგ ცოცხალ წონას;
სანდო გროუერ-ფინიში დაბალანსებულია ყველა აუცილებელი საზრდო ნივთიერებით და მისი გამოყენების შემთხვევაში არ არის საჭირო სხვა დამატებითი საკვების ან საკვებდანამატის გამოყენება;
სანდო გროუერ-ფინიში ხელს უწყობს სასუქი ღორის მაქსიმიმალურ წონამატის მიღწევას.
 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ქერიმზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაცია:

სანდო გროუერ-ფინიში ღორს მიეწოდება ნებაზე, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე 65კგ ცოცხალ წონამდე, ხოლო 65კგ-დან 110კგ ცოცხალ წონამდე შეზღუდულად,  2,5-3კგ-ის ოდენობით დღეში;

სანდო გროუერ-ფინიში ღორს უნდა მიეწოდოს 230კგ-ს ოდენობით;

სანდო გროუერ-ფინიშით კვებისას აუცილებელია ღორს ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;

სანდო გროუერ-ფინიში გამოყენება უმჯობესია დაიწყოს სანდო სტარტის საკვებთან შერევით, სამი დღის განმავლობაში (ახალი ფაზის საკვებთან მეტად იოლი შეჩვევისთვის).

 

მოხმარების წესი:

სანდო გროუერ-ფინიში გამოიყენება სტარტის ფაზის შემდეგ ღორის  მიერ 25კგ ცოცხალი წონის მიღწევიდან;
სანდო გროუერ-ფინიში გამოზრდის პერიოდში ღორს  მიეწოდება 230კგ-ის ოდენობით.