მეკვერცხული მწყერის საკვები

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის მეკვერცხული მწყერის საკვები?

მეკვერცხული მწყერის საკვები წარმოადგენს მზა საკვებს მწყერისთვის, რომელიც დამზადებულია, როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის ნედლეულით და მოიცავს მწყერის კვერცხდების პერიოდს. იგი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას და აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე კვერცხდების პერიოდში.

 

რატომ მეკვერცხული მწყერის საკვები?

მეკვერცხული მწყერის საკვები უნიკალური შემადგენლობით უზრუნველყოფს ფრინველისგან მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი პროდუქტიულობა კვერცხდების პერიოდში;
მეკვერცხული მწყერის საკვები გათვლილია ფრინველის კონკრეტულ წონაზე, ასაკსა და მდგომარეობაზე;
 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, ცხოველური წარმოშობის ნედეული, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობით.
 
შენახვის ვადა: დამზადებიდან 3 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

მოხმარების წესი და კვების რეკომენდაციები:

გამოიყენება კვერცხდების პერიოდში, მშრალი სახით ყოველგვარი დანამატების გარეშე;
დღიური მოხმარება ერთ ფრთაზე 25-დან 35 გრამამდე;
დღიური მოხმარებული საკვების რაოდენობა დამოკიდებულია მწყერის ჯიშზე და ცოცხალ წონაზე;
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.