კობრის საკვები - 6 მმ

შეფუთვა: 20კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის კობრის სრულყოფილი საკვები? 

კობრის სრულყოფილი საკვები არის მზა კომბინირებული ექსტრუდირებული საკვები კობრისებრთა თევზების გამოსაკვებად, რომელიც შემუშავებულია კობრის გამოსაკვებად გამოზრდის ყველა სტადიაზე, ლიფსიტობიდან სასურსათო თევზის მიღებამდე.

რატომ კობრის სრულყოფილი საკვები? 

• კორბის საკვებით, დროის მოკლე პერიოდში და საკვებზე ნაკლები დანახარჯით მიიღება მაქსიმალური შედეგები;

• კობრის საკვები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით;

• კობრის საკვები მორგებულია თევზის განვითარების სხვადასხვა ფაზას;

• კობრის საკვები უზრუნველყოფს თევზის ჯანმრთელობას და სასურსათო თევზის მაღალ საგემოვნო თვისებებს;

გამოყენებული ინგრედიენტები:

ხორბალი, სოიას შროტი (დამზადებულია გენმოდიფიცირებული სოიასგან), მზესუმზირის შროტი, ძვალ-ხორცის ფქვილი, ქატო, თევზის ფქვილი, სიმინდის ბუყი, თევზის ცხიმი, მზესუმზირის ზეთი, ცხოველური წარმოშობის  ცხიმი და ვიტამინოვან-მინერალური დანამატი.

შენახვის ვადა: დამზადებიდან 8 თვე;

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;

შეფუთვა: 20 კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

გამოყენების ინსტრუქცია:

კობრისთვის საკვების მიწოდება ხდება ორი მონაცემის წყლის ტემპერატურის და კობრის

საერთო წონის გათვალისწინებით. რეკომენდირებულია, ყოველ 100 კგ კობრის დღე-ღამის განმავლობაში მიეწოდოს საკვები მოცემული ცხრილის შესაბამისად:

  საკვებ მოხმარების ცხრილი (კგ საკვები, ყოველ 100კგ თევზზე)*
თევზი (გ) გრანულის ზომა (მმ) წყლის ტემპერატურა (C)
10 12 14 16 18 20 24 >24
>500 6 მმ 0.5 0.7 1 1.5 1.8 2 2.5  

მაგალითად: კობრის ბიომასა 1000 ცალი 100 გრამიანი თევზის პირობებში 100 კილოგრამია. შესაბამისად, 18 oC-ზე, 100 კგ თევზის ბიომასას დღე-ღამეში მიეწოდება 1.8 კგ საკვები. თუ ბიომასა არის 200 კგ, მაშინ მიეწოდება 2 x 1.8 კგ = 3.6 კგ საკვები და ა.შ. **

 

* საკვების ათვისების კოეფიციენტი (კონვერსია) დამოკიდებულია კობრის ასაკზე, გამოსაზრდელ პირობებზე (წყლის ხარისხი, ტემპერატურა და სხვ.) და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საშუალო მონაცემია 1,1-1.5;

 ** აღნიშნული ცხრილი ასახავს კვების ზოგად რეკომენდაციებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანია „ნუტრიმაქსი “-ს ტექნიკურ ჯგუფს;

 

კვების რეკომენდაციები:

• კობრის საკვების მიწოდება შესაძლებელია ავტომატური საკვებურით ან წყალში ხელით მოფანტვის საშუალებით;

• ხელით კვების პირობებში კვება შეიძლება დღეში ორჯერ: დილით ადრე და შუადღით (წყლის 20 გრადუსზე და მეტი გათბობის შემთხვევაში შესაძლებელია სამჯერადი კვებაც);

• რეკომენდირებულია, საკვების მიწოდება/მოფანტვა მოხდეს ერთსა და იმავე ადგილას, რადგან კობრი ეჩვევა საკვების მიწოდების ადგილს;