კალმახის სრულყოფილი საკვები (35-100 გრამი)

შეფუთვა: 20კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის კალმახის სრულყოფილი საკვები

კალმახის სრულყოფილი საკვები არის მზა კომბინირებული ექსტრუდირებული საკვები, რომელიც გამოიყენება კალმახის გამოსაკვებად 35-დან 100 გრამ ცოცხალ წონამდე.

რატომ კალმახის სრულყოფილი საკვები? 

კალმახის საკვებით, დროის მოკლე პერიოდში და საკვებზე ნაკლები დანახარჯით მიიღება მაქსიმალური შედეგები;

კალმახის საკვები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით;

კალმახის საკვები მორგებულია თევზის განვითარების სხვადასხვა ფაზას;

კალმახის საკვები უზრუნველყოფს თევზის ჯანმრთელო ბას და სასურსათო თევზის მაღალ საგემოვნო თვისებებს

გამოყენებული ინგრედიენტები:

თევზის ფქვილი, ხორბალი, სოიას შროტი (დამზადებულია გენმოდი ფიცირებული სოიასგან), ძვალ-ხორცის ფქვილი, თევზის ცხიმი, ცხოველური წარმოშობის ცხიმი.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 8 თვე;

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;

შეფუთვა: 20 კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

გამოყენების ინსტრუქცია:

კალმახისთვის საკვების მიწოდება ხდება ორი მონაცემის წყლის ტემპერატურის და კალმახის

საერთო წონის გათვალისწინებით:

ცხრილი (იხილეთ დაბლა)

მაგალითად: კალმახის ბიომასა 1000 ცალი 100 გრამიანი თევზის პირობებში 100 კილოგრამია. შესაბამისად, 12°C-ზე, 100 კგ თევზის ბიომასას დღე-ღამეში მიეწოდება 1.5 კგ საკვები. თუ ბიომასა არის 200 კგ, მაშინ მიეწოდება 2 x 1.5 კგ = 3 კგ საკვები და ა.შ. **

* საკვების ათვისების კოეფიციენტი (კონვერსია) დამოკიდებულია კალმახის ასაკზე, გამოსაზრდელ პირობებზე (წყლის ხარისხი, ტემპერატურა და სხვ.) და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საშუალო მონაცემია 0,9-1,1;

** აღნიშნული ცხრილი ასახავს კვების ზოგად რეკომენდაციებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანია ,,ნუტრიმაქსის'' ტექნიკურ - ,,დანერგვის'' ჯგუფს.

 

საკვებ მოხმარების ცხრილი (კგ საკვები, ყოველ 100 კგ თევზზე)*
თევზი (გ) გრანულის ზომა (მმ) წყლის ტემპერატურა (˚C)
2 4 6 8 10 12 14 16 18
35-100 3 მმ 0.55 0.65 0.82 0.95 1.22 1.5 1.55 1.67 1.58

 

კვების რეკომენდაციები:

კალმახის გამოკვება რეკომენდირებულია დღეში სამჯერ (მინიმუმ დღეში ორჯერ);

მიზანშეწონილია, კალმახის გამოკვება დღის ერთსა და იმავე დროის პერიოდში;

კალმახის საკვების მიწოდება შესაძლებელია ავტომატური საკვებურით ან წყალში ხელით მოფანტვის საშუალებით;

რეკომენდირებულია, საკვების მიწოდება/მოფანტვა მოხდეს ერთსა და იმავე ადგილას, რადგან კალმახი ეჩვევა საკვების მიწოდების ადგილს