რა არის ზარდე სტარტი?
,,ზარდე სტარტი’’ წარმოადგენს მზა გრანულირებულ ღორის საკვებს , რომლის ფორმაც ხელს უწყობს გოჭის მიერ საკვების ადვილად მოხმარებას, მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებას და დღიურ წონამატს მოცემულ პერიოდში.
რატომ ზარდე სტარტი?
საკვები ხელს უწყობს მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებას და დღიურ წონამატს მოცემულ პერიოდში, ასევე ხელს უწყობს გოჭის კუჭნაწლავის ჩამოყალებაბას.
გამოყენებული ინგრედიენტები:
სიმინდი, ხორბალი, ქატო, ვიტამინოვან-მინერალური დანამატი, სოიოს შროტი (დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), მზესუმზირის ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობით.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში);
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;
შეფუთვა: 25 კგ.
გამოყენების ინსტრუქცია:
ზარდე სტარტი გოჭს მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ყურადღება მიაქციეთ , რომ გოჭს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
კვების რეკომენდაციები:
· დაიწყეთ ზარდე სტარტით კვება, როდესაც გოჭი მიაღწევს 12-კგ ცოცხალ წონას და შეწყვიტეთ 25 კგ ცოცხალ წონაზე.
· ზარდე სტარტის ფაზის საკვების გამოყენება უმჯობესია დაიწყოთ პრესტარტერის ფაზის საკვების შემდეგ, მაღალი დღიური წონამატის და უმჯობესი ზრდა განვითარებისთვის.
· სამი დღის განმავლობაში მოახდინეთ პრესტარტერის ფაზის საკვებში ზარდე სტარტის გადარევა, ახალ საკვებთან უმჯობესი შეჩვევისთვის.
· ზარდე სტარტი გოჭს მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
· ყურადღება მიაქციეთ, რომ გოჭს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.