დედა ბოცვრის საკვები

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის დედა ბოცვრის საკვები ?

დედა ბოცვრის საკვები წარმოადგენს მზა გრანულირებულ საკვებს დედა ბოცვრისთვის, რომელიც დამზადებულია მცენარეული წარმოშობის ნედლეულით. იგი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას და აკმაყოფილებს დედა ბოცვრის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე.

რატომ დედა ბოცვრის საკვები ?

დედა ბოცვრის საკვების მეშვეობით დედა ბოცვერი მუდმივად ინარჩუნებს მისთვის საჭირო კონდიციას;
დედა ბოცვრის საკვები  ხელს უწყობს დედა ბოცვრიდან მიიღოთ ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი თაობა.

გამოყენებული ინგრედიენტები:

Maxcare პრემიქსი, ხორბალი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, იონჯის ფქვილი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობით.
 
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

მოხმარების წესი და კვების რეკომენდაციები:

გამოიყენება მაკეობის პერიოდიდან ლაქტაციის პერიოდის ჩათვლით;
ბოცვერს საკვები მიეცით მშრალი სახით ყოველგვარი დანამატების გარეშე;
მაკეობის პერიოდში დედა ბოცვერი დღეში მოიხმარს 200-250გრ დედა ბოცვრის საკვებს, ხოლო ლაქტაციის პერიოდში 350-400გრ დედა ბოცვრის საკვებს;
საკვების დღიური მოხმარება დამოკიდებულია ბოცვრის ჯიშზე, ჯანმრთელობაზე და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე;
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: საბოცვრის ხარისხიანი დეზინფექცია და დერატიზაცია, ჯანმრთელი ბაჭია, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა;
აუცილებელია ბოცვერს მუდმივად ქონდეს სუფთა სასმელი წყალი;
ნებისმიერი სხვა საკვებიდან დედა ბოცვრის საკვებზე გადაყვანა მოახდინეთ შეჩვევით ეტაპობრივად, ორივე ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბრად 5-7 დღის განმავლობაში.