ბოცვრის საკვები

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის ბოცვრის საკვები ?

ბოცვრის საკვები წარმოადგენს მზა გრანულირებულ საკვებს ბოცვრისთვის, რომელიც დამზადებულია მცენარეული წარმოშობის ნედლეულით. იგი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას და აკმაყოფილებს ბოცვრის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე.

რატომ ბოცვრის საკვები ?

ბოცვრის საკვების მეშვეობით გექნებათ გამოზრდის ნაკლები დანახარჯები, ვინაიდან აღნიშნული პროდუქტი უნიკალური შემადგენლობით უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით ბოცვრის მაქსიმალურ წონამატს;

ბოცვრის საკვები  ხელს უწყობს გამოზრდის საწყის ეტაპზე ცხოველის მაქსიმალურ წონამატს;

 

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Maxcare პრემიქსი, ხორბალი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, იონჯის ფქვილი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობით.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.

შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

 მოხმარების წესი და კვების რეკომენდაციები:

-         გამოიყენება სიცოცხლის 30-ი დღიდან, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;

-         მთლიანი გამოზრდის პერიოდში ბოცვერი მოიხმარს 7-8 კგ გრანულირებულ საკვებს;

-         ბოცვრის წონა გამოზრდის დასრულებისას შეადგენს 2,5-2,7 კგ-ს;

-         საკვების დღიური მოხმარება დამოკიდებულია ბოცვრის ჯიშზე, წონასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;

-         ბოცვერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, ყოველგვარი დანამატების გარეშე;

-         სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: საბოცვრის ხარისხიანი დეზინფექცია და დერატიზაცია, ჯანმრთელი ბაჭია, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა;

-         სასურველია ბაჭიამ დედიდან ასხლეტვამდე 3 დღით ადრე დაიწყოს კვება ბოცვრის გრანულირებული საკვებით;

-         აუცილებელია ბოცვერს მუდმივად ქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან.