Winny – ზრდასრული ძაღლის სრულყოფილი საკვები

შეფუთვა: 20კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Winny?

Winny არის დაბალანსებული ძაღლის საკვები, რომელიც წარმოებულია კომპანია Nutrimax-ის მიერ. Winny-ის დასამზადებლად მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული გამოიყენება. Winny სრულად დააკმაყოფილებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებს.

რატომ Winny?

· Winny მზადდება ქათმის და მარცვლეულის ფორმულით;

· მდიდარია ანტიოქსიდანტებით (მათ შორის ვიტამინი E) და ომეგა მჟავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ იმუნური სისტემის ფორმირებას;

· მაღალი ხარისხის ცილა უზრუნველყოფს კუნთების სწორად ჩამოყალიბებას;

· კალციუმი, ფოსფორი და სხვა მინერალები უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების ჯანსაღ ფორმირებას;

· არ შეიცავს საღებავებს;

თითოეული ნედლეული მკაცრი ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ გამოიყენება საკვების დასამზადებლად. სპეციალურად შემუშავებული ფორმულა უზრუნველყოფს კბილების სისუფთავეს, მბზინავ ბეწვსა და ჯანმრთელობას.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში)

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. გახსნის შემდეგ, შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში.

შეფუთვა: 20 კგ

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაცია: განკუთვნილია ყველა ჯიშის ძაღლისთვის. თქვენი ძაღლის მოთხოვნილებები შეიძლება განსხვავდებოდეს მითითებული რეკომენდაციისგან მისი აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით. გთხოვთ, საკვების დოზის ზუსტი შერჩევისთვის კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან.

 

შემადგენლობა: სიმინდი, სიმინდის ბუყი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, ხორბალი, ქერი, ქატო, ქათმის ცხიმი, ღვიძლი, საფუარი სოკო, სუფრის მარილი, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, მონოკალცი ფოსფატი, მეთიონინი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ტრიფტოფანი, ანტიოქსიდანტი, თუთიის ოქსიდი.

 

 

 

ზრდასრული ძაღლის სხეულის წონა / მოზარდობის ასაკი  საკვების რეკომენდირებული რაოდენობა (გრამი)

პატარა ჯიში

(10 კგ-მდე)

6-9 თვე

62-104

104-174

141-206

საშუალო ჯიში

(10-25 კგ)

9-12 თვე

191-251

251-320

279-410

დიდი ჯიში

(25-65 კგ) 

12-18 თვე

422-572

482-800

594-800

634-839

გიგანტი 

(65-95 კგ)

16-24 თვე

839-887

934-981

1026-1071