რა არის Winny?
Winny არის სრულად დაბალანსებული კატის საკვები, რომელიც წარმოებულია კომპანია Nutrimax-ის მიერ. Winny-ის დასამზადებლად მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული გამოიყენება. Winny სრულად აკმაყოფილებს თქვენი კომპანიონი ცხოველის საჭიროებებს.
რატომ Winny?
· Winny მზადდება ქათმისა და მარცვლეულის ფორმულით;
· შეიცავს ტაურინს;
· მდიდარია ანტიოქსიდანტებით (მათ შორის ვიტამინი E) და ომეგა მჟავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ იმუნური სისტემის ფორმირებას;
· მაღალი ხარისხის ცილა უზრუნველყოფს კუნთების სწორად ჩამოყალიბებას;
· კალციუმი, ფოსფორი და სხვა მინერალები უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების ჯანსაღ ფორმირებას;
· არ შეიცავს საღებავებს;
თითოეული ნედლეული მკაცრი ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ გამოიყენება საკვების დასამზადებლად. სპეციალურად შემუშავებული ფორმულა უზრუნველყოფს კბილების სისუფთავეს, მბზინავ ბეწვსა და ჯანმრთელობას.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში)
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. გახსნის შემდეგ, შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში.
შეფუთვა: 20 კგ
კვების რეკომენდაცია: განკუთვნილია ყველა ჯიშის კატისთვის. თქვენი კატის მოთხოვნილებები შეიძლება განსხვავდებოდეს მითითებული რეკომენდაციისგან მისი აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით. გთხოვთ, საკვების დოზის ზუსტი შერჩევისთვის კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან.
შემადგენლობა: სიმინდი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიას შროტი, ქატო, სიმინდის ბუყი, ქათმის ცხიმი, ხორბალი, ღვიძლი, საფუარი სოკო, სუფრის მარილი, მზესუმზირის შროტი, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, ტაურინი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ანტიოქსიდანტი, თუთიის ოქსიდი.
ზრდასრული კატის სხეულის წონა | საკვების რეკომენდირებული რაოდენობა დღეში არასტერილური კატისთვის | საკვების რეკომენდირებული რაოდენობა დღეში სტერილური კატისთვის |
(12 კგ-მდე) | (გრ) | (გრ) |
2 | 46 | 42 |
3 | 61 | 55 |
4 | 74 | 66 |
5 | 86 | 77 |
6 | 97 | 87 |
8 | 117 | 106 |
10 | 136 | 123 |
12 | 154 | 139 |