Winny - კნუტის საკვები საქონლით

შეფუთვა: 10კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Winny კნუტის საკვები საქონლით ?

Winny კნუტის საკვები საქონლით არის დაბალანსებული საკვები, რომელიც წარმოებულია კომპანია Nutrimax-ის მიერ. პროდუქტის დასამზადებლად მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული გამოიყენება.  საკვები სრულად დააკმაყოფილებს თქვენი კომპანიონი კნუტის ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებს.

რატომ Winny კნუტის საკვები საქონლით ?

· Winny კნუტის საკვები საქონლით მზადდება ცხოველური ცილისა და მარცვლეულის ფორმულით;

· მდიდარია ანტიოქსიდანტებით (მათ შორის ვიტამინი E) და ომეგა მჟავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ იმუნური და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას;

Შეიცავს პრებიოტიკებს, რომლებიც ეხმარება კნუტს ჯანსაღი მიკრობიომის ჩამოყალიბებაში;

· მაღალი ხარისხის ცილა უზრუნველყოფს კუნთების ზრდასა და სწორ ჩამოყალიბებას;

· კალციუმი, ფოსფორი და სხვა საჭირო მინერალები უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების ჯანსაღ ფორმირებას;

· არ შეიცავს საღებავებს;

თითოეული ნედლეული მკაცრი ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ გამოიყენება საკვების დასამზადებლად. სპეციალურად შემუშავებული ფორმულა უზრუნველყოფს კნუტის კბილების სისუფთავეს, მბზინავ ბეწვსა და ჯანმრთელობას.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში)

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. გახსნის შემდეგ, შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, თავისივე ტომარაში.

შეფუთვა: 10 კგ

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაცია: განკუთვნილია ყველა ჯიშის კნუტისთვის. თქვენი კნუტის მოთხოვნილებები შეიძლება განსხვავდებოდეს მითითებული რეკომენდაციისგან მისი აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით. გთხოვთ, საკვების დოზის ზუსტი შერჩევისთვის კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან.

 

შემადგენლობა: გადამუშავებული ცხოველური ცილა, მარცვლეული და მათი  გადამუშავების შედეგად მიღებული ნედლეული(მათ შორის  გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიას შროტი), ქათმის  ცხიმი, თევზის ზეთი, ღვიძლი, საფუარი სოკო, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, ტაურინი, მიკოტოქსინების  შემბოჭველი, ანტიოქსიდანტი, კალიუმის სორბატი.  

ასაკი (კვირა) კნუტის წონა (კგ) საკვების წონა (გრამი/დღეში)
4-12 0.4-1.3 36-81
12-24 1.3-2.9 65-87
24-1 წელი 2.9-4 67-119