რა არის ზუთხის სრულყოფილი საკვები?
ზუთხის სრულყოფილი საკვები არის მზა კომბინირებული ექსტრუდირებული საკვები, რომელიც დამზადებულია სპეციალურად ზუთხისებრთა სახეობებისთვის, მაღალი დღიური წონამატის მისაღებად.
რატომ ზუთხის სრულყოფილი საკვები?
მყარი და ჩაძირვადი გრანულები, ნაკლები დანაკარგებით და მტვრით;
• ენერგიის მაღალი შემცველობის გრანულები უზრუნველყოფს დროის მოკლე პერიოდში და საკვებზე ნაკლები დანახარჯით მაქსიმალური შედეგების მიღებას;
• ზუთხის საკვები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით;
• ზუთხის საკვები მორგებულია თევზის განვითარების სხვადასხვა ფაზაზე;
• საკვების გამოყენება შესაძლებელია რეცირკულირებად აკვაკულტურის სისტემებში (RAS);
გამოყენებული ინგრედიენტები:
თევზის ფქვილი, ხორბალი, სოიას შროტი (დამზადებულია გენმოდიფიცირებული სოიასგან), ძვალ-ხორცის ფქვილი, ქატო, ცხოველური წარმოშობის ცხიმი, თევზის ცხიმი, მონოკალციფოსფატი
შენახვის ვადა: დამზადებიდან 8 თვე;
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;
შეფუთვა: 20 კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
გამოყენების ინსტრუქცია:
კვების რეკომენდაციები სახეობების მიხედვით:
ზუთხისებრი |
თევზის წონა (გრ) |
ზომა (მმ) | <14 | 14 | 16 | 18 | 20 | 22 | >22 | ||||
ციმბირული | ცქვრინი | 5000-8000 | 8.0 | 0.15 | 0.16 | 0.17 | 0.19 | 0.2 | |||||
რუსული | 5000-10000 | 8.0 | 0.15 | 0.16 | 0.17 | 0.19 | 0.2 |
* საკვების ათვისების კოეფიციენტი (კონვერსია) დამოკიდებულია ზუთხის ასაკზე, გამოსაზრდელ პირობებზე (წყლის ხარისხი, ტემპერატურა და სხვ.) და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
* * აღნიშნული ცხრილი ასახავს კვების ზოგად რეკომენდაციებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანია „ნუტრიმაქსი“-ს ტექნიკურ ჯგუფს;