Sprayfo Blue - რძის შემცვლელი ხბოებისთვის

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Sprayfo Blue?

Sprayfo Blue დამზადებულია Trouw Nutrition-ის მიერ და წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის რძის შემცვლელს ხბოებისთვის, რომელიც გამოიყენება ხბოების გამოსაკვებად სიცოცხლის მე-4 დღიდან ასხლეტამდე.

 

რატომ Sprayfo Blue?

Sprayfo Blue გამოიყენება, როგორც სახორცე, ისე მეწველი მიმართულების ხბოებისთვის;
Sprayfo Blue შექმნილია ჰოლანდიელი სპეციალისტების მიერ, როგორც სპეციალური რძის შემცვლელი, რომელსაც მაქსიმალურად ითვისებს ხბო;
Sprayfo Blue არ შეიცავს უჯრედანას და დამზადებულია მხოლოდ ცხოველური წარმოშობის ნედლეულით, რაც განაპირობებს მის უნიკალურობას და უზრუნველყოფს ხბოს მიერ მაქსიმალურ ათვისებას;
Sprayfo Blue-ს გამოიყენებით დამზადებული რძე ხარისხობრივად ნედლ რძეზე მეტად ერგება ხბოს.

 

შენახვის ვადა:  დამზადებიდან 12 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ქაღალდის მრავალშრიანი ტომარა.

 

კვების რეკომენდაციები

დოზირება:

სათლით კვების შემთხვევაში - 125-150 გრ SPRAYFO BLUE გახსენით 1ლ წყალში;
ავტომატური კვების პირობბში -143-165 გრ SPRAYFO BLUE გახსენით 1ლ წყალში;
გახსენით თავდაპირველად წყალში,  რომლის ტემპერატურა  მინიმუმ იქნება 45-50 °C;
მოურიეთ კარგად 5 წუთი და დაამატეთ წყლის დარჩენილი რაოდენობა;
ხბოს მიეცით 38-40 °C-მდე შემთბარი ხსნარი.

 

მოხმარების წესი:

სიცოცხლის 1-3 დღე აუცილებელია ხბო იკვებებოდეს ხსენით;
ხსენიდან სპრეიფოზე გადაყვანა მოახდინეთ ხბოს სიცოცხლის მე-3-4 დღეს;
გაითვალისწინეთ, რომ ხბოს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი სიცოცხლის პირველივე კვირიდან.

მოხმარების წესი:

ასაკი დღეში სხვა საკვები(+წყალი შეუზღუდავად)
დღე 4-7 3 X 2.0 პრესტარტერი
კვირა 2 2 X 3.0 პრესტარტერი
კვირა 3 2 X 3.5 პრესტარტერი + უხეში საკვები
კვირა 4 2 X 3.5 პრესტარტერი + უხეში საკვები
კვირა 5 2 X 3.5 პრესტარტერი + უხეში საკვები
კვირა 6 2 X 3.0 პრესტარტერი + უხეში საკვები
კვირა 7 2 X 2.0 პრესტარტერი + უხეში საკვები
კვირა 8 2 X 2.0 პრესტარტერი + უხეში საკვები
კვირა 9 1 X 2.0 პრესტარტერი + უხეში საკვები