რა არის ROSS-INN 30%-იანი კონცენტრატი?
ROSS-INN 30%-იანი კონცენტრატი არის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნედლეულით დამზადებული უმაღლესი ხარისხის, პროტეინოვანი კონცენტრატი.
ROSS-INN 30%-იანი კონცენტრატი გამოიყენება, როგორც უნივერსალური საკვებდანამატი ბროილერის სტარტის, გროუერის და ფინიშის მზა საკვების დასამზადებლად და უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით ფრინველის მაქსიმალურ წონამატს.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Trouw Nutrition ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სოიოს შროტი (დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოსგან), მზესუმზირის კოპტონი, მზესუმზირის შროტი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, მონოკაციუმფოსფატი, კირქვა, კოქციდიოსტატი, ამინომჟავების კრებული.
შენახვის ვადა: 4 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25 კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
მოხმარების წესი:
ROSS-INN 30%-იანი კონცენტრატი კომბინირებული საკვების დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი ჩართულობით:
ასაკი | დაღერღილი სიმინდი % | ROSS-INN 30%-იანი კონცენტრატი |
სტარტი (0 - 15 დღე) | 64 | 36 |
გროური (15 - 25 დღე) | 67 | 33 |
ფინიში (>25 დღე) | 70 | 30 |
სასურველია რომ პირველიდან მე-7 დღის ჩათვლით წიწილა იკვებებოდეს Chickywin-ის პრესტარტერით, რომლის გამოყენებით ბროილერის წიწილა 7 დღის განმავლობაში აღწევს მინიმუმ 170 გრამს.
კვების რეკომენდაციები:
ბროილერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
გაფრთხილება:
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.