მწყერის საკვები გროუერ-ფინიში წარმოადგენს მზა საკვებს მწყერისთვის, რომელიც დამზადებულია, როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის ნედლეულით, შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას და აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე.
რატომ მწყერის საკვები გროუერ-ფინიში?
მწყერის საკვები გროუერ-ფინიშის მეშვეობით გექნებათ გამოზრდის ნაკლები დანახარჯები, ვინაიდან აღნიშნული პროდუქტი უნიკალური შემადგენლობით, უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით ფრინველის წონის მატებას; მწყერის საკვები გროუერ-ფინიშიგათვლილია ფრინველის კონკრეტულ წონაზე, ასაკსა და მდგომარეობაზე;
მწყერის საკვები გროუერ-ფინიშიხელს უწყობს ფრინველის ჯანმრთელობას, მაქსიმალურ წონამატს და ხარისხიანი ხორცის მიღებას.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი, ცხოველური წარმოშობის ნედეული, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობით.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 3 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
კვების რეკომენდაციები
მოხმარების წესი და კვების რეკომენდაციები:
გამოიყენება სიცოცხლის მე-5 კვირიდან, მშრალი სახით ყოველგვარი დანამატების გარეშე;
სიცოცხლის მე-5 და მე-6 კვირის განმავლობაში მწყერი მოიხმარს სულ 250-300გრ გროუერ-ფინიშს;
მწყერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, დღიური მოხმარებული საკვების რაოდენობა დამოკიდებულია მწყერის ჯიშზე და ცოცხალ წონაზე;
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.