Pig Max უნივერსალი 25%-იანი კონცენტრატი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Pig Max უნივერსალი 25%-იანი კონცენტრატი?

Pig Max სადედე გუნდისა და სასუქი ღორის კვების ტექნოლოგიაა, რომელიც შემუშავებულია ცხოველთა კვებაში ევროპის წამყვანი სპეციალისტების მიერ და მორგებულია საქართველოს რეალობაში ღორის ზრდისას არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.
Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატი პროტეინოვანი საკვებდანამატია, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტს, შეუცვლელ ამინომჟავას და სხვა სპეციალურ დანამატებს, რაც აუცილებელია ჯანმრთელი ღორის გამოსაზრდელად.
Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატი მორგებულია ღორის კონკრეტულ წონაზე, ასაკზე, მდგომარეობაზე და გამოიყენება გოჭების, სასუქი ღორების და სადედე ღორების გამოსაკვებად.
 

რატომ Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატი?

Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატი ფერმერს საშუალებას აძლევს მიიღოს დაბალანსებული და ჯანსაღი საკვები ცხოველთა გამოსაკვებად;
Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატით ფერმერს აქვს საშუალება მის ხელთ არსებული ნედლეულის (მარცვლეული) გამოყენებით, შეღავათიან ფასად დაამზადოს ღორის მაღალეფექტური საკვები;
Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას, რაც აუცილებელია ჯანსაღი ღორის გამოსაზრდელად.
 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
 
შენახვის ვადა: დამზადებიდან 6 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

 

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაცია:

Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატით დამზადებული მზა საკვები ღორს (გოჭს) მიეწოდება ნებაზე, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;

Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატით დამზადებული მზა საკვებით კვებისას აუცილებელია ღორს ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;

Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატით დამზადებული მზა საკვები სასუქ ღორებს 65კგ ცოცხალ წონის მიღწევის შემდეგ მიაწოდეთ დოზირებულად, 2,5-3-კგ დღეში, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;

Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატით დამზადებული მზა საკვების გამოყენების დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ ღორს (გოჭს) და სადედე ღორებს მუდმივად ჰქონდეთ სასმელი სუფთა წყალი;

Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატით მზა საკვების დასამზადებლად, გამოიყენეთ ცხრილი №1.

 

მოხმარების წესი:

Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატი პროტეინოვან-ვიტამინოვანი და მინერალური ბაზაა, რომელიც გამოიყენება ფერმერის ხელთ არსებულ მარცვლეულთან გადასარევად და კომბინირებული საკვების დასამზადებლად;
საერთო რაციონში  Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატის ჩართულობა 25%-ს შეადგენს;
Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატით  დამზადებული მზა საკვები  ღორს მიაწოდეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
სუქებაზე მყოფ ღორს მიეცით Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატით დამზადებული მზა საკვები შეუზღუდავად, ხოლო როდესაც ღორის ცოცხალი წონა მიაღწევს 65კგ-ს, გადაიყვანეთ დოზირებულ კვებაზე 2.5-3კგ დღეში;
მაკე ღორს მიეცით Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატით დამზადებული მზა საკვები განაყოფიერებიდან დოზირებულად, 2.5-3კგ დღეში (იხილეთ ცხრილი №2);
დედა ღორს მიეცით Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატით დამზადებული მზა საკვები გოჭების დაყრის დღიდან (ლაქტაციის პერიოდში) დოზირებულად, შემდეგი ცხრილის მიხედვით (იხილეთ ცხრილი №3).

 

 

მოხმარების წესი (ცხრილი N1)

Pig Max უნივერსალი - 25%-იანი კონცენტრატი
  რაციონი I რაციონი II რაციონი III რაციონი IV
კონცენტრატი 25% Pig Max უნივერსალი 25% 25% 25% 25%
სიმინდი 25% 25% 25% 35%
ხორბალი 25%   50% 10%
ქერი 25% 50%   10%
ქატო       20%

მოხმარების წესი მაკე ღორისთვის (ცხრილი N2)

მაკეობის დღეები 1-60 61-108 109-111 112 113 114 115
Pig Max - მაკე ღორი (კგ) 2,5 3 2,8 2,2 1,5 1 0,5

მოხმარების წესი დედა ღორისთვის (ცხრილი N3)

ძუძუთი კვების დღეები 1 2-5 6-10 11-28* 29-30
Pig Max - დედა ღორის (კგ) 1 3 4,5 6,5-7 3
*ძუძუდან გოჭების ასხლეტის დღე