Pig Max უნივერსალი - მზა საკვები ღორისთვის

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Pig Max უნივერსალი?

Pig Max სადედე გუნდისა და სასუქი ღორის კვების ტექნოლოგიაა, რომელიც შემუშავებულია ცხოველთა კვებაში ევროპის წამყვანი სპეციალისტების მიერ და მორგებულია საქართველოს რეალობაში ღორის ზრდისას არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.
Pig Max უნივერსალი არის მზა კომბინირებული საკვები, არასპეციალიზირებული შინა მეურნეობებისთვის, რომელიც მორგებულია სხვა და სხვა პროდუქტიული და ასაკობრივი ჯგუფის ღორებზე.

 

რატომ Pig Max უნივერსალი?

Pig Max უნივერსალი არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც შემუშავებულია პროდუქტიული ღორების გამოსაკვებად და გამოიყენება, როგორც სახორცე ღორების, ისე სადედე მიმართულების ნეზვების გამოსაკვებად;
Pig Max უნივერსალი დაბალანსებულია ყველა აუცილებელი საზრდო ნივთიერებით და მისი გამოყენების შემთხვევაში აღარაა საჭირო სხვა დამატებითი საკვების ან საკვებდანამატის გამოყენება.

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ქერიმზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

 

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაცია:

Pig Max უნივერსალი ღორს (გოჭს) მიეწოდება ნებაზე, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;

Pig Max უნივერსალი დედა ღორს უნდა მიეწოდოს ზემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით;

Pig Max უნივერსალით კვებისას აუცილებელია ღორს ჰქონდეს წვდომა სუსთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;

Pig Max უნივერსალი სასუქ ღორს 65კგ ცოცხალ წონის მიღწევის შემდეგ მიაწოდეთ დოზირებულად, 2,5-3კგ დღეში, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;

Pig Max უნივერსალის გამოყენების დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ ღორს (გოჭს) და სადედე ღორებს მუდმივად ჰქონდეთ სასმელი სუფთა წყალი.

 

მოხმარების წესი:

სუქებაზე მყოფ ღორს - მიეცით Pig Max უნივერსალი შეუზღუდავად, ხოლო როდესაც ღორის ცოცხალი წონა მიაღწევს 65კგ-ს, გადაიყვანეთ დოზირებულ კვებაზე 2.5-3კგ დღეში;
მაკე ღორს - მიეცით Pig Max უნივერსალი განაყოფიერებიდან დოზირებულად, 2.5-3კგ დღეში, ცხრილი №1-ის მიხედვით;
დედა ღორს - მიეცით Pig Max უნივერსალი გოჭების დაყრის დღიდან (ლაქტაციის პერიოდში) დოზირებულად, ცხრილი №2-ის მიხედვით.

 

დედა ღორის კვების რეკომენდაცია (ცხრილი №1)

ძუძუთი კვების დღეები

1

2-5

6-10

11-28*

29-30

Pig Max - უნივერსალი დედა ღორი (კგ)

1

3

4,5

6,5-7

3

*ძუძუდან გოჭების ასხლეტის დღე

მაკე ღორის კვების რეკომენდაცია (ცხრილი №2)

ძუძუთი კვების დღეები
1-60 61-108 109-111 112 113 114 115*
Pig Max - უნივერსალი დედა ღორი (კგ)
2,5 3 2,8 2,2 1,5 1 0,5
*ძუძუდან გოჭების ასხლეტის დღე