Pig Max მაკე ღორი - მზა საკვები ღორისთვის

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Pig Max მაკე ღორის საკვები?

Pig Max სადედე გუნდისა და სასუქი ღორის კვების ტექნოლოგიაა, რომელიც შემუშავებულია ცხოველთა კვებაში ევროპის წამყვანი სპეციალისტების მიერ და მორგებულია საქართველოს რეალობაში ღორის ზრდისას არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.
Pig Max მაკე ღორის საკვები არის მზა კომბინირებული საკვები მაკე ნეზვებისთვის, განაყოფიერებიდან გოჭების  დაყრამდე პერიოდში.

 

რატომ Pig Max მაკე ღორის საკვები?

Pig Max მაკე ღორის საკვები არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც მორგებულია სპეციალურად მაკე ღორის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და მხარს უჭერს მის ჯანმრთელობის სტატუსს და საჭირო რაოდენობით რძის გამომუშავებას გოჭების დაყრის შემდეგ;
Pig Max მაკე ღორის საკვები გამოყენების შემთხვევაში შეინარჩუნებთ, როგორც დედა ღორი კონდიციურ მდგომარეობას, ისე მიიღებთ მეტად განვითარებულ და ერთგვაროვან გოჭებს გუნდში;
Pig Max მაკე ღორის საკვები დაბალანსებულია ყველა აუცილებელი საზრდო ნივთიერებით და მისი გამოყენების შემთხვევაში არ არის საჭირო სხვა დამატებითი საკვების ან საკვებდანამატის გამოყენება;
Pig Max მაკე ღორის საკვები  მიეწოდება მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
Pig Max მაკე ღორის საკვებით ნეზვების კვების პერიოდში ღორს  უნდა ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ქერიმზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
 
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაცია:
Pig Max მაკე ღორის საკვები ნეზვს მიეწოდება მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
Pig Max მაკე ღორის საკვებით ნეზვის კვებისას აუცილებელია ღორს ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;
Pig Max მაკე ღორის საკვები გამოყენება უმჯობესია დაიწყოს Pig Max დედა ღორის საკვებთან შერევით, სამი დღის განმავლობაში (ახალი ფაზის საკვებთან მეტად იოლი შეჩვევისთვის);
Pig Max მაკე ღორის საკვები ნეზვს მიეწოდება შეზღუდულად, ზემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით.

 

 

მოხმარების წესი მაკე ღორისთვის

მაკეობის დღეები

1-60

61-108

109-111

112

113

114

115*

Pig Max - მაკე ღორი (კგ)

2,5

3

2,8

2,2

1,5

1

0,5