Pig Max სტარტი 25%-იანი კონცენტრატი

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Pig Max სტარტი 25%-იანი კონცენტრატი?

Pig Max სადედე გუნდისა და სასუქი ღორის კვების ტექნოლოგიაა, რომელიც შემუშავებულია ცხოველთა კვებაში ევროპის წამყვანი სპეციალისტების მიერ და მორგებულია საქართველოს რეალობაში ღორის ზრდისას არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატი პროტეინოვანი საკვებდანამატია, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტს, შეუცვლელ ამინომჟავას და სხვა სპეციალურ დანამატებს, რაც აუცილებელია ჯანმრთელი ღორის გამოსაზრდელად.
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატი მორგებულია ღორის კონკრეტულ წონაზე, ასაკზე, მდგომარეობაზე და გამოიყენება 10-12კგ ცოცხალი წონიდან 25კგ ცოცხალ წონამდე.
 

 

რატომ Pig Max სტარტი 25%-იანი კონცენტრატი?

Pig Max სტარტი 25% კონცენტრატი ფერმერს საშუალებას აძლევს მიიღოს დაბალანსებული და ჯანსაღი საკვები ცხოველთა გამოსაკვებად;
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატით ფერმერს აქვს საშუალება მის ხელთ არსებული ნედლეულის (მარცვლეული) გამოყენებით, შეღავათიან ფასად დაამზადოს ღორის მაღალეფექტური საკვები;
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას, რაც აუცილებელია ჯანსაღი ღორის გამოსაზრდელად.
 

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
 

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 6 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.
 

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაციები:

ყურადღება მიაქციეთ, რომ მარცვლეული კარგად დაიფქვას და კონცენტრატთან კარგად გადაირიოს;

Pig Max სტარტი 25% კონცენტრატით დამზადებული საკვები  ბურვაკს მიეწოდება ნებაზე, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;

Pig Max სტარტი 25% კონცენტრატით დამზადებული საკვებით კვებისას აუცილებელია ბურვაკის ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;

Pig Max სტარტი 25% კონცენტრატით დამზადებული საკვების გამოყენება უმჯობესია დაიწყოს პრესტარტერის და Pig Max სტარტის საკვების შერევით სამი დღის განმავლობაში (ახალი ფაზის საკვებთან მეტად იოლი შეჩვევისთვის);

ღორს მუდმივად უნდა ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან.

 

მოხმარების წესი:

Pig Max სტარტი 25% კონცენტრატი პროტეინოვან-ვიტამინოვანი და მინერალური ბაზაა, რომელიც გამოიყენება ფერმერის ხელთ არსებულ მარცვლეულთან გადასარევად და კომბინირებული საკვების დასამზადებლად;
საერთო რაციონში  Pig Max სტარტი 25% კონცენტრატის ჩართულობა 25%-ს შეადგენს;
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატით დამზადებული მზა საკვები ღორს (გოჭს) მიაწოდეთ შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

 

 

სარეკომენდაციო რაციონები: 

Pig Max სტარტი - 25%-იანი კონცენტრატი
  რაციონი I რაციონი II რაციონი III რაციონი IV
კონცენტრატი 25%
Pig Max სტარტი
25% 25% 25% 25%
სიმინდი 25% 25% 25% 25%
ხორბალი 25%   50% 20%
ქერი 25% 50%   20%
ქატო       10%