Pig Max გროუერ-ფინიში - მზა საკვები ღორისთვის

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Pig Max გროუერ-ფინიში?

Pig Max სადედე გუნდისა და სასუქი ღორის კვების ტექნოლოგიაა, რომელიც შემუშავებულია ცხოველთა კვებაში ევროპის წამყვანი სპეციალისტების მიერ და მორგებულია საქართველოს რეალობაში ღორის ზრდისას არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.
Pig Max გროუერ-ფინიში არის მზა კომბინირებული საკვები სასუქი ღორებისთვის 25კგ ცოცხალი წონიდან 110კგ ცოცხალ წონამდე.

 


რატომ Pig Max გროუერ-ფინიში?

Pig Max გროუერ-ფინიში არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც მორგებულია სპეციალურად სასუქი ღორის წონასა და კონკრეტულ ასაკს;
Pig Max გროუერ-ფინიში გამოიყენება 230კგ-ს ოდენობით. 
Pig Max გროუერ-ფინიში დაბალანსებულია ყველა აუცილებელი საზრდო ნივთიერებით და მისი გამოყენების შემთხვევაში არ არის საჭირო სხვა დამატებითი საკვების ან საკვებდანამატის გამოყენება;
Pig Max გროუერ-ფინიში ხელს უწყობს სასუქი ღორის მაქსიმიმალურ წონამატების მიღწევას.

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ქერი, მზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

 

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაცია:

Pig Max გროუერ-ფინიში ღორს მიეწოდება ნებაზე, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
Pig Max გროუერ-ფინიში ღორს უნდა მიეწოდოს 230 კგ-ის ოდენობით;
Pig Max გროუერ-ფინიშით კვებისას აუცილებელია ღორს ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;
Pig Max გროუერ-ფინიში გამოყენება უმჯობესია დაიწყოს Pig Max სტარტის საკვებთან შერევით, სამი დღის განმავლობაში (ახალი ფაზის საკვებთან მეტად იოლი შეჩვევისთვის).

 

მოხმარების წესი:

Pig Max გროუერ-ფინიში გამოიყენება სტარტის ფაზის შემდეგ, ღორის  მიერ 25კგ ცოცხალი წონის მიღწევიდან;
Pig Max გროუერ-ფინიში გამოზრდის პერიოდში ღორს მიეწოდება 230 კგ-ის ოდენობით.