Layer Max მზა საკვები კვერცხმდებელი ქათმისთვის

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Layer Max - მზა საკვები კვერცხმდებელი ქათმისთვის?

Layer Max წარმოადგენს მზა საკვებს, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად მაღალპროდუქტიული კვერცხმდებელი ქათმისთვის, დაბალანსებულია ყველა აუცილებელი საზრდო ნივთიერებით და აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე პროდუქტიულობის (კვერცხდების) მთელს ეტაპზე.
 

 

რატომ Layer Max მზა საკვები კვერცხმდებელი ქათმისთვის?

Layer Max ითვალისწინებს ასაკისა და პროდუქტიულობის მიხედვით ფრინველის  მოთხოვნილებას საზრდო ნივთიერებებზე სამივე ფაზაში;
Layer Max ყველა აუცილებელი საზრდო ნივთიერებით უზრუნველყოფს ფრინველის მაქსიმალურ პროდუქტიულობას და  ცოცხალი მასის მატებას.

 

 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, სოიოს კოპტონი, მზესუმზირის შროტი, სიმინდის გლუტენი, მონოკალციუმფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონდებლობით.
 

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 3 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ პოლიპროპილენის ტომარა.

 

 

 

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაცია:

ყურადღება მიაქციეთ, რომ ქათამს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი;
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
 
მოხმარების წესი:
Layer Max მზა საკვები გამოიყენება ფრინველის პროდუქტიულობის შემდეგ ფაზებში:
I ფაზა: 19 - 45 კვირა
II ფაზა: 46 - 65 კვირა
III ფაზა: > 65 კვირა
აღნიშნული ფაზები უზრუნველყოფენ ფრინველის ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის (კვერცხდების)  გახანგრძლივებას.