სადედე კალმახის საკვები - 8მმ

შეფუთვა: 20კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის სადედე კალმახის სრულყოფილი საკვები? 

სადედე კალმახის საკვები არის მზა კომბინირებული ექსტრუდირებული,  პიგმენტირებული საკვები, რომელიც გამოიყენება სადედე  კალმახის გამოსაკვებად 1000 გრამიდან გამოზრდის ბოლომდე.

რატომ სადედე კალმახის სრულყოფილი საკვები? 

• სადედე კალმახის საკვები გამოიყენება მაღალი ხარისხის თევზის  ხორცის მისაღებად, ასევე ხარისხიანი საინკუბაციო ქვირითის  მისაღებად და მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე ხიზილალის წარმოებისთვის.

• სადედე კალმახის საკვები მზადდება უმაღლესი ხარისხის  ნედლეულით.

გამოყენებული ინგრედიენტები:

თევზის ფქვილი, ხორბალი, სოიას შროტი, (დამზადებულია გენმოდიფიცირებული სოიასგან) ძვალ-ხორცის ფქვილი, თევზის ცხიმი, ცხოველური წარმოშობის ცხიმი, ვიტამინოვან-მინერალური დანამატი, ასტაქსანტინი.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 8 თვე;

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;

შეფუთვა: 20 კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

 

გამოყენების ინსტრუქცია:

კალმახისთვის საკვების მიწოდება ხდება ორი მონაცემის წყლის ტემპერატურის და კალმახის საერთო წონის გათვალისწინებით. რეკომენდირებულია, ყოველ 100 კგ კალმახს დღე-ღამის განმავლობაში მიეწოდოს საკვები მოცემული ცხრილის შესაბამისად:

 

 

  საკვებ მოხმარების ცხრილი (კგ საკვები, ყოველ 100 კგ თევზზე)*
თევზი (გ) გრანულის ზომა (მმ) წყლის ტემპერატურა (C)
6 8 10 12 14 16 18
1000 - 1500 8 მმ 0.38 0.45 0.54 0.64 0.76 0.91 0.75
1500 - 2500 8 მმ 0.35 0.42 0.49 0.59 0.70 0.83 0.68
2500 - 4000 8 მმ 0.33 0.39 0.46 0.54 0.65 0.77 0.64

 

მაგალითად: კალმახის ბიომასა 1000 ცალი 100 გრამიანი თევზის პირობებში 100 კილოგრამია. შესაბამისად, 12 OC-ზე, 100 კგ თევზის ბიომასას დღე-ღამეში მიეწოდება 1.5 კგ საკვები. თუ ბიომასა არის 200 კგ, მაშინ მიეწოდება 2 x 1.5 კგ = 3 კგ საკვები და ა.შ. **

* აღნიშნული ცხრილი ასახავს კვების ზოგად რეკომენდაციებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანია „ნუტრიმაქსი“-ს ტექნიკურ ჯგუფს; რეპროდუქციის წარმოების უნარზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი: გენეტიკური ფონი, მეურნეობის გარემო პირობები და ჯანმრთელობის სტატუსი.

კვების რეკომენდაციები:

·         კალმახის გამოკვება რეკომენდირებულია დღეში სამჯერ (მინიმუმ დღეში ორჯერ);

·         მიზანშეწონილია, სადედე კალმახის გამოკვება დღის ერთსა და იმავე პერიოდში;

·         კალმახის საკვების მიწოდება შესაძლებელია ავტომატური საკვებურით ან წყალში ხელით მოფანტვის საშუალებით;

·         რეკომენდირებულია, საკვების მიწოდება/მოფანტვა მოხდეს ერთსა და იმავე ადგილას, რადგან სადედე კალმახი ეჩვევა საკვების მიწოდების ადგილს.