Broiler Max - ფინიში (გრანულირებული) მზა საკვები ბროილერისთვის

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Broiler Max ფინიში?

Broiler Max ფინიში წარმოადგენს მზა საკვებს ბროილერისთვის, რომელიც დამზადებულია მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე დაფუძნებით. იგი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას და აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე გამოზრდის პერიოდში: 25 დღიდან - დაკვლამდე.

 

რატომ Broiler Max ფინიში?

Broiler Max ფინიშის მეშვეობით გექნებათ გამოზრდის ნაკლები დანახარჯები, ვინაიდან ბროილერ მაქს სტარტი წარმოადგენს საკვებს, რომელიც უნიკალური შემადგენლობით უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით ფრინველის წონის მატებას გამოზრდის საწყის ეტაპტზე;
Broiler Max ფინიში გათვლილია ფრინველის კონკრეტულ წონაზე, ასაკსა და მდგომარეობაზე;
Broiler Max ფინიში ხელს უწყობს ფრინველის მაქსიმალურ წონამატს, კუჭ-ნაწლავის სისტემის განვითარებასა და ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის მეშვეობითაც იღებთ საუკეთესო ხარისხის ხორცს.
 

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, სოიოს კოპტონი, სიმინდის გლუტენი, მონოკალციუმფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული, მცენარეული და ცხოველური  წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონდებლობით.

 

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაციები:

ბროილერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
 

ბროილერის გამოზრდის სარეკომენდაციო ტექნოლოგია

საკვების სახეობა საკვების რაოდენობა (გრამი) მიღებული წონამატი (გრამი)
Chickywin წიწილის პრესტარტერი 160 170*

Broiler Max სტარტი გრანულირებული 

(0-15 დღე)

500 470-500

Broiler Max გროუერი გრანულირებული 

(15-25 დღე)

1100 1200-1300

Broiler Max ფინიში გრანულირებული 

(25 დღიდან დაკვლის დღემდე)

1500 2000**

*იგულისხმება ერთ დღიანი წიწილის საწყისი ცოცხალი წონა (40 გრამი).

**2000 გრამი ნაჩვენებია პირობითად, რადგან ბროილერის დაკვლის პერიოდი განისაზღვრება ცალკეული ფერმერის სურვილის მიხედვით.