Broiler Max - გროუერი (ეკონომი) მზა საკვები ბროილერისთვის.

შეფუთვა: 25კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Broiler Max გროუერი (ეკონომი) ?

Broiler Max გროუერი (ეკონომი) წარმოადგენს ეკონომიურ მზა საკვებს ბროილერისთვის, რომელიც დამზადებულია მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე დაფუძნებით. იგი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას და აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე გამოზრდის პერიოდში: 15 დღიდან  25 დღის ჩათვლით.

რატომ Broiler Max გროუერი (ეკონომი) ?

Broiler Max გროუერი (ეკონომი) -ის  მეშვეობით გექნებათ შესაძლებლობა გამოზრდის ნაკლები დანახარჯებით მიიღოთ სასურველი შედეგი.

Broiler Max გროუერი (ეკონომი) გათვლილია ფრინველის კონკრეტულ წონაზე, ასაკსა და მდგომარეობაზე;

Broiler Max გროუერი (ეკონომი) ნაკლები დანახარჯებით ხელს უწყობს ფრინველის  წონამატის გაზრდას, კუჭ-ნაწლავის სისტემის განვითარებასა და ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის მეშვეობითაც იღებთ საუკეთესო ხარისხის ხორცს.

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის ჰოლანდიური პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, კოქციდიოსტატი, სოიოს შროტი (წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოსგან), მზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი, კაროტინოიდები და მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებელობით, გადამუშავებული ცხოველური ცილა.

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).

შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.

შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.

კვების რეკომენდაციები

    კვების რეკომენდაციები:

ბროილერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;

სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.